აფხაზეთის მთავრები
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. |
აფხაზეთის მთავართა უმრავლესობა, იოანე და ადარნასე შავლიანების გარდა (სავარაუდოდ სვანური წარმოშობის), როგორც დღეს მიიჩნევენ, ლეონიდთა (პირველი მთავრის - ლეონის მიხედვით) ან ანოსიდთა (პრინცი ანოსის მიხედვით) დინასტიის ჩამომავლები არიან. ისტორიკოსი და გენეალოგი კირილ თუმანოვი თვლის, რომ სახელი ანოს ენათესავება გვიანდელ აფხაზურ არისტოკრატულ გვარს - ანჩაბაძეებს. კონვენციით აფხაზეთის მთავრების ტიტულთა რომაული აღრიცხვა აბასგების ხაზის გაგრძელებაა. მცირეოდენი გაურკვევლობაა მათი მთავრობის თარიღებშიც. ქრონოლოგია მოცემულია თუმანოვის მიხედვით:
ლეონიდთა სახლი (ანჩაბაძე)
- ლეონ II, 767/68-811/12
- თეოდოს II, 811/12-837/38
- დემეტრე II, 837/38-872/73
- გიორგი I, აღწეფელი, 872/73-878/79
შავლიანთა სახლი
- იოანე შავლიანი, 877/878–879
- ადარნასე შავლიანი, 879–887
ლეონიდთა სახლი (ანჩაბაძე)
- ბაგრატ I, 887/88-898/99
- კონსტანტინე III, 898/99-916/17
- გიორგი II, 916/17-960
- ლეონ III, 960-969
- დემეტრე III, 969-976
- თეოდოს III, 976-978
ბაგრატიონთა სახლი
- ბაგრატ II, 978-1014
შერვაშიძეთა სახლი (ჩაჩბა)
- პუტუ (დაახლოებით 1580-1620)
- სეტემანი (დაახლოებით 1620-1640)
- სუსტარი (დაახლოებით 1640-1665)
- ზეგნაკი (დაახლოებით 1665-1700)
- როსტომი (დაახლოებით 1700-1730)
- მანუჩარი (დაახლოებით 1730-1750)
- ზურაბი (დაახლოებით 1750-1780)
- კეილაშ აჰმედ-ბეი (დაახლოებით 1780-1808)
- ასლან-ბეი (1808-1810)
- სეფერ ალი-ბეი (გიორგი) (1810-1821)
- დიმიტრი შარვაშიძე (უმარ-ბეი) (1821-1822)
- მიხეილ შარვაშიძე (ხამუთ-ბეი) (1822-1866)
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ლორთქიფანიძე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, თბ., 1963.
- ლორთქიფანიძე მ., „ეგრის-აფხაზეთის სამეფო“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ., 1973.
- Анчабадзе З., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959
- ინგოროყვა პ. გიორგი მერჩულე, თბ. 1954.
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1965.
- თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ., 1912
- მიბჩუანი თ., აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ., 1997