ჟოეკვარა
იერსახე
| ჟოეკვარა | |
|---|---|
| სხვა სახელი | ჟვავაკვარა |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | გაგრის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
| სათავე |
არაბიკის მასივი 43°24′17″ ჩ. გ. 40°20′27″ ა. გ. / 43.404806° ჩ. გ. 40.340917° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2690 მ |
| შესართავი |
შავი ზღვა 43°19′30″ ჩ. გ. 40°13′15″ ა. გ. / 43.325139° ჩ. გ. 40.220861° ა. გ. |
| სიგრძე | 20 კმ |
| აუზის ფართობი | 72 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 6,11 მ³/წმ |
|
| |
ჟოეკვარა, ჟვავაკვარა — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 72 კმ². სათავე აქვს არაბიკის მასივზე, ზღვის დონიდან 2690 მ-ზე. ერთვის შავ ზღვას ქალაქ გაგრასთან. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, სხვა დროს იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,11 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 254.