მაჭარა
იერსახე
| მაჭარა | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | გულრიფშის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
| სათავე | 43°01′31″ ჩ. გ. 41°15′35″ ა. გ. / 43.025306° ჩ. გ. 41.259944° ა. გ. |
| შესართავი |
შავი ზღვა 42°56′58″ ჩ. გ. 41°04′45″ ა. გ. / 42.949667° ჩ. გ. 41.079167° ა. გ. |
| სიგრძე | 21,2 კმ |
| აუზის ფართობი | 110 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 4,4 მ³/წმ |
|
| |
მაჭარა (დიდი და პატარა) — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 21,2 კმ, აუზის ფართობი 110 კმ². დიდ მაჭარას სათავე აქვს სოფელ წებელდის მახლობლად, ზღვის დონიდან 435 მ, პატარა მაჭარას - მის დასავლეთით, ზღვის დონიდან 950 მ. ერთდებიან სოფელ მერხეულთან. ერთვის შავ ზღვას სოფელ მაჭარასთან. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა (კარსტული) წყლით. ხშირად იცის წყალმოვარდნა. წყალუხვია ცივ პერიოდში, წყალმცირეა ივლის-სექტემბერში. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 4,4 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 514.