გიორგი ბარამია
იერსახე
| გიორგი ბარამია | |
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 15 ივნისი 2009 – 5 აპრილი 2013 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი |
| წინამორბედი | მალხაზ აკიშბაია |
| მემკვიდრე | ვახტანგ ყოლბაია |
| დაბადებული | 25 თებერვალი, 1966 სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
გიორგი ბარამია (დ. 25 თებერვალი, 1966) — ქართველი დიპლომატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2009 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 5 აპრილამდე.
დაიბადა სოხუმში, იმჟამად აფხაზეთის ასსრ. 1987 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი და აგრონომად და საგადასახადოს თანამშრომლად მუშაობდა 1988-93 წლებში. აფხაზეთის ომის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა. 1996-2009 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2007-2009 წლებში საქართველოს კონსულად მსახურობდა სალონიკში, საბერძნეთი. 2009 წლის ივნისში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| წინამორბედი: მალხაზ აქიშბაია |
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 2009-2013 |
შემდეგი: ვახტანგ ყოლბაია |