დიდი ბებესირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ბებესირი
კოორდინატები: 42°41′01″ ჩ. გ. 41°34′59″ ა. გ. / 42.683750° ჩ. გ. 41.583250° ა. გ. / 42.683750; 41.583250
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გალის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 15,9 
ფართობი 0,61 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 4,6 
აუზის ფართობი 17,5 კმ²
დიდი ბებესირი — საქართველო
დიდი ბებესირი
დიდი ბებესირი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
დიდი ბებესირი

დიდი ბებესირიტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე ოქუმის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 15,9 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,61 კმ², აუზის ფართობი 17,5 კმ², მაქსიმალური სიღრმე 4,6 მ. გეგმაში ტოტისებრი მოყვანილობა აქვს. შედგება სამი ტოტისაგან. წარმოიშვა ზღვის დიუნებისა და სანაპირო ნაყარით მდინარეების შეგუბების შედეგად. ფსკერი სწორია. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეულობით. მდიდარია თევზით.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 56.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.