აბჟუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების მხარეები აფხაზეთში:
1. მთიანი აფხაზეთი (ძირითადი აფხაზეთი)
2. ზღვისპირა აფხაზეთი (ძვ. სამხრეთი ჰენიოხეთი)
3. შიდა ჰენიოხეთი (სანიგეთი)
4. ჯიქეთი (ძვ. ჩრდილო ჰენიოხეთი)
5. აბსილეთი (ძვ. კორახეთი)
6. მისიმიანეთი (ძვ. კოლაეთი)
7. აფხაზეთისა და ეგრისის სანაპირო მხარე „შუა სოფელი“

აბჟუა (აფხ. Абжьуаа — შუა) — მხარე აფხაზეთის შუა ნაწილში, შემოსაზღვრული მდინარეებით კოდორითა და ღალიძგით. აფხაზეთის სამთავროს არსებობის უკანასკნელ პერიოდში ცალკე ადმინისტრაციული ოლქი იყო. ეჭირა დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

აბჟუა, საუფლისწულო აფხაზეთის სამთავროში XVIII საუკუნის I ნახევრიდან ჩნდება. იგი შეიქმნა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის სამთავრომ შეიერთა სამეგრელოს სამტავროს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. აბჟუას პირველი გამგებელი იყო აფხაზეთის მთავრის ყვაპუ შარვაშჲძის ვაჟი ჯიქეშია, რომელსაც მამის მემკვიდრეობიდან სამთავროს შუა ნაწილი შეხვდა, საიდანაც მომდინარეობს ტოპონიმის ეტიმოლოგია. ზოგი მკვლევარი აბჟუას XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერის თხზულებაში მოხსენიებულ ეგრისწყალსა და კელასურს შორის მდებარე „შუა ქვეყანასთან“ აიგივებს. ეს მოსაზრება ისტორიულ მეცნიერებაში არ არის გაზიარებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აბჟუა&oldid=3410817“-დან