გეგის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გეგის ჩანჩქერი
Gegsky2.jpg
კოორდინატები: 43°26′08″ ჩ. გ. 40°26′32″ ა. გ. / 43.43556° ჩ. გ. 40.44222° ა. გ. / 43.43556; 40.44222
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 70  
მდინარე გეგა

გეგის ჩანჩქერიჩანჩქერი აფხაზეთში, მდინარე ბზიფის მარჯვენა შენაკად გეგაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 530 მეტრზე. სიმაღლე 70 მ (სხვა ცნობით 50-55 მ). მდინარე გეგა თავისი დინების ერთ-ერთ მონაკვეთში ხვდება კარსტულ ნაპრალში, მიწისქვეშა დერეფნების გავლის შემდეგ გადმოედინება კლდის შუაგულიდან და ქმნის საოცრად ლამაზ ჩანჩქერს, რომლის წყალიც ძალიან ცივია, ამიტომაც მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ზაფხულის ბოლომდე თოვლი შენარჩუნებულია.

ფილმში „შერლოკ ჰოლმზისა და დოქტორ ვატსონის თავგადასავალი“ სცენა პროფესორ მორიარტრისა და ჰოლმზის ბრძოლა რაიხენბახის ჩანჩქერთან ამ ადგილასაა გადაღებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]