ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერბი რუკა
Coat of arms of borough Friedrichshain-Kreuzberg.svg
Berlin-Bezirke.jpg
ობერბაუმბრიუკე

ფრიდრიხსჰაინ-კროიცბერგი ბერლინის რაიონია, რომელიც გერმანიის გაერთიანების შემდგომ ფრიდრიხსჰაინისა (აღმ. ბერლინი) და კროიცბერგის (დას. ბერლინი) შეერთების შედეგად წარმოიშვა. უბანს შუაზე ჰყოფს მდინარე შპრეე და ერთმანეთთან აერთებს ცნობილი ხიდი ობერბაუმბრიუკე, რომელზეც 1998 წლიდან ყოველწლიურად იმართება ე.წ. წყლის ბრძოლა.

კროიცბერგის მოსახლეობის 32,8% არაგერმანელები შეადგენენ, მათ შორის უმეტესობა თურქია, მაშინ როდესაც ფრიდრიხსჰაინში უცხოელეთა წილი მხოლოდ 8,7%-ია.