Ich bin ein Berliner

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაიხსტაგი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

გერმანიის ისტორია

ანტიკური დრო
ძველი გერმანელები
მიგრაციის პერიოდი
ფრანკთა სახელმწიფო
შუა საუკუნეები
Ludwig der Deutsche.jpg აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
Banner of the Holy Roman Emperor (after 1400).svg საღვთო რომის იმპერია
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
რაინის კავშირი
Wappen Deutscher Bund.svg გერმანიის კავშირი
Flag of Germany.svg გერმანიის რევოლუცია 1848/49
Flag of Germany (1867–1919).svg ჩრდილო გერმანიის კავშირი
Flag of Germany (1867–1919).svg გერმანიის გაერთიანება (1871)
გერმანიის რაიხი
Flag of Germany (1867–1919).svg გერმანიის იმპერია
War Ensign of Germany (1903–1919).svg პირველი მსოფლიო ომი
Flag of Germany (3-2 aspect ratio).svg ვაიმარის რესპუბლიკა
Flag of Germany (1935–1945).svg მესამე რაიხი
War Ensign of Germany (1938–1945).svg მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
Merchant flag of Germany (1946–1949).svg ოკუპაცია
Flag of Germany.svg დას. გერმანია + Flag of East Germany.svg აღმ. გერმანია
Flag of Germany.svg გერმანიის გაერთიანება (1990)
თანამედროვეობა
Flag of Germany.svg გერმანია
დაფა: იხ.  განხ.  რედ.
(აუდიო)
Ich bin ein Berliner-ის (მე ვარ ბერლინელი) გამოსვლა
ჯონგ ფ. კენედის გამოსვლა Rathaus Schöneberg-ის შენობასთან მდებარე პლატფორმაზე, 1963 წლის 26 ივნისს (ხანგრძლივობა 9:01); “Ich bin ein Berliner“ პირველად ჩნდება 1:45-ზე, შემდეგ კიდევ ერთხელ 8:43-ზე.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

Ich bin ein Berliner (გერმანული წარმოთქმა: [ˈʔɪç ˈbɪn ʔaɪn bɛɐ̯ˈliːnɐ] , „მე ბერლინელი ვარ“) — შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ ფ. კენედის გამოსვლა 1963 წლის 26 ივნისს, დასავლეთ ბერლინში. იგი ფართოდ განიხილება როგორც ყველაზე ცნობილი გამოსვლა ანტიკომუნიზმისა და ცივი ომის ისტორიაში. კენედი მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის დასავლეთ გერმანიისადმი 22 თვის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის მიერ დაკავებულ აღმოსავლეთ გერმანიაში აღიმართა ბერლინის კედელი დასავლეთში მასობრივი ემიგრაციის თავიდან ასაცილებლად. ეს გამოსვლა გზავნილი იყო როგორც ბერლინელების, ისე საბჭოთა კავშირისადმი და აჩვენებდა აშშ–ს პოლიტიკის აშკარაუკმაყოფილებას ბერლინის კედლის მშენებლობის გამო. მეტყველების შემდეგ კიდევ ერთი ფრაზა იქნა ნათქვამი გერმანულ ენაზე, "Lasst sach nach Berlin kommen" ("მიეცით საშუალება ბერლინში მოვიდნენ").

გამოსვლა ითვლება კენედის ერთ-ერთ საუკეთესოდ, აგრეთვე, ცივი ომის შესანიშნავ მომენტად და ახალი ფრონტის მაღალ წერტილად. ეს დასავლეთ ბერლინელებისთვის დიდი ზნეობრივი მოტივაცია იყო, რადგან ისინი აღმოსავლეთ გერმანიის ღრმად მდებარე, დასავლეთ გერმანიის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ეშინოდათ აღმოსავლეთ გერმანიის შესაძლო ოკუპაციის. გამოსვლა ჩატარდა Rathaus Schöneberg-ის შენობასთან მდებარე პლატფორმაზე, სადაც 120 000 მაყურებლის თვალწინ, კენედიმ თქვა:

ვიკიციტატა
„ორი ათასი წლის წინ, ყველაზე ამაყი სათქმელი იყო „civis romanus sum“ („მე ვარ რომის მოქალაქე“). დღეს, თავისუფალ მსოფლიოში, ყველაზე ამაყი ტრაბახი არის „Ich bin ein Berliner!“. ყველა თავისუფალი ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ბერლინის მოქალაქეა, მაშასადამე, მეც სიამაყით ვამბობ სიტყვებში: „Ich bin ein Berliner!“ “

კენედიმ გამოსვლისას ორჯერ გამოიყენა ეს ფრაზა, მათ შორის დასასრულს, წინადადება წარმოთქვა ბოსტონის აქცენტით და წაიკითხა მისი ნოტიდან „ish bin ein Bear lee ner“, რომელიც ეწერა ინგლისური ორთოგრაფიის გამოყენებით, რათა გერმანული გამოთქმისთვის მიებაძა. მან ასევე გამოიყენა civilis romanus sum- ის კლასიკური ლათინური გამოთქმა, კერძოდ, c გამოთქვა, როგორც [ k ] და v როგორც [ w ].

არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება (გერმანულენოვანი ქვეყნების ფარგლებს გარეთ), რომ ფრაზა არ იქნა გამოყენებული სწორად და სინამდვილეში ნიშნავს „მე ვარ ნამცხვარი“, რაც გულისხმობს ბერლინის დონატს. შემდეგში ეს ხუმრობა გადაიქცა ურბანულ ლეგენდად.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის ოთხი სექტორი

გერმანიის დედაქალაქი ბერლინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მდებარეობდა საბჭოთა კავშირის მკაცრად კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, დაყოფილი იყო ოთხს სხვადასხვა სექტორად, რომლებსაც აკონტროლებდა ანტიჰიტლერული კოალიციის ოთხი მოკავშირე ძალა: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი. ცივი ომის კრიზისიდან გამომდინარე, საბჭოთა ძალებმა წამოიწყეს ბერლინის ბლოკადა, რომლის საპასუხოდ დასავლურმა ძალებმა დაიწყეს საჰაერო მისიები, რათა ბერლინის მეორე ნაწილში დახმარება გადაეტანათ. ამის შემდეგ, ნატოს მოკავშირეების მიერ კონტროლირებადი სექტორები გახდა დასავლეთ გერმანიის ექსკლეივი, რომელიც მთლიანად გარშემორტყმული იყო აღმოსავლეთ გერმანიით. 1952 წლიდან დაწყებული, საზღვარი აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის დახურული იყო ყველგან, გარდა ბერლინისა. ასობით ათასმა ადამიანმა აღმოსავლეთ გერმანია დატოვა, დასავლეთის გავლით დასავლეთ ბერლინში, რამაც გამოიწვია შრომითი გადინება და რომ აღმოსავლეთ გერმანია ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის ქვეშ დააყენა.

სიტყვის გენეზისი და შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ფ. კენედის გერმანული და ლათინური ფრაზების ფონეტიკური ტრანსკრიფცია Ich bin ein Berliner-ის საჯარო გამოსვლისას

მოგზაურობამდე, პრაქტიკულ სესიებში, კენედიმ გაიარა მცირე ზომის გერმანული კითხვის პრაქტიკა, მათ შორის რამდენიმე წინადადება და აბზაცებიც კი; ამ სესიებში მას დაეხმარა მარგარეტ პლიშკე, თარჯიმანი, რომელიც მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში; ტედ სორენსენი, კენედის მრჩეველი და ჩვეული გამოსვლების ტექსტის მწერალი; და რობერტ ლოხნერი, რომელიც გაიზარდა ბერლინში. სწრაფად გაირკვა, რომ პრეზიდენტს ენების სწავლის ნიჭი არ ჰქონდა ბოძებული და სავარაუდოდ, გამოსვლისას შერცხვებოდა, თუ ამ წინადადებაზე მეტს იტყოდა[1]

განხორციელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კენედის სიტყვით გამოსვლა ბერლინში

Rathaus Schöneberg-ის კიბეებზე მოწყობილი გრძელი მაგიდასთან იმყოფებოდნენ ამერიკელი და გერმანელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის იყვნენ დეკან რასკი (კენედის სახელმწიფო მდივანი), ლუციუს დ. კლეი (ამერიკელი ადმინისტრატორი გერმანიაში), კონრად ადენაუერი (გერმანიის კანცლერი), ვილი ბრანდტი და ოტო ბახი (ბერლინის Abgeordnetenhaus-ის პრეზიდენტი). ხალხის რაოდენობა შეადგენდა 450 000 კაცს. ბახმა პირველ რიგში ისაუბრა ბერლინში განვითარებული მოვლენების შესახებ, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა კედელზე. მას მოსდევდა კონრად ადენაუერი, რომელმაც მოკლედ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტი წარუდგინა.

კენედის თან ახლდა არა რობერტ ლოხნერი, არამედ ჰაინც ვებერიც ბერლინის მისიის; ვებერმა პრეზიდენტის გამოსვლა აუდიტორიას გადაუთარგმნა. გარდა გამოსვლის ტექსტისა, რომელიც ფურცელზე ეწერა, კენედის ჰქონდა ცალკე ბარათი, რომელზეც მან თავად დაწერა გერმანული და ლათინური ფრაზების ფონეტიკური გამოთქმა და ყველა გააკვირვა, როდესაც ზოგისთვის მანამდე ნაცნობი ტექსტს გადაუხვია, რომლის მომზადებასაც კვირა დასჭირდა და ამის ნაცვლად, მან იმპროვიზაციის ხერხს მიმართა. [1]

მეტყველება კულმინაციურად დასრულდა ფრაზის — Ich bin ein Berliner-ის მეორედ წარმოთქმისას: „დღეს, თავისუფლების სამყაროში, ყველაზე საამაყო ტრაბახია Ich bin ein Berliner! “. დამსწრეები წყნარად იყვნენ, სანამ ვებერმა თარგმნა და გაიმეორა პრეზიდენტის გერმანული ფრაზა; კენედის აშკარად გულზე მოეშვა და გაუხარდა გულშემატკივრების პოზიტიური რეაქცია და მადლობა გადაუხადა ვებერს თარგმანისთვის. ვებერმა ეს კომპლიმენტიც თარგმნა. დაუმის სიტყვების თანახმად, ამ სიტყვების ხალხის ყურამდე მიტანის შემდეგ კენედი იღიმოდა ისეთი ბიჭის მსგავსად, რომელმაც ახლახანს გადატრიალება მოახდინა. [1]

კენედის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაკჯორგ ბანდი ფიქრობდა, რომ გამოსვლა „ცოტა შორს წავიდა“, რადგან საბჭოთა კავშირის მიმართ დამრიგებლობითი ტონი ჰქონდა, ამიტომ იმავე დღეს, მოგვიანებით, ჩანიშნა მეორე გამოსვლა, რომელიც უფრო რბილი ტონით გამოირჩა. [2]

შედეგები და მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ კენედის მემორიალური დაფა Rathaus Schöneberg–ის შენობის შესასვლელ სვეტზე

მიუხედავად იმისა, რომ მყისიერი რეაქცია დასავლეთ გერმანიის მოსახლეობის მხრიდან პოზიტიური იყო, საბჭოთა ხელისუფლება ნაკლებად კმაყოფილი დარჩა, რადგან სულ რაღაც ორი კვირით ადრე, კენედიმ უფრო დამაჯერებელი ტონით ისაუბრა და მოიხსენია საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხები. კენედის ბერლინში გამოსვლის საპასუხოდ, ნიკიტა ხრუშჩოვმა რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნა, რომ „ერთი შეხედვით ადამიანი იფიქრებდა, რომ გამოსვლები გაკეთდა ორი სხვადასხვა პრეზიდენტის მიერ”. [3]

რონალდ რეიგანმა გამოავლინა სენტიმენტები და გაიხსენა კენედის გამოსვლა 24 წლის შემდეგ, თავისი სიმბოლური გამოსვლის —„Tear down this wall!“-ის დროს, როდესაც მიხაილ გორბაჩოვს მიმართა სიტყვებით: „Mr. Gorbachev, Tear down this wall!“ (ბატონო გორბაჩოვო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი!).

ბერლინში არსებობს კენედის სამახსოვრო ადგილები, მაგალითად, ჯონ ფ. კენედის სახელობის გერმანულ-ამერიკული სკოლა და ჯონ ფ. კენედის ჩრდილოეთ ამერიკული კვლევების ინსტიტუტი. Rathaus Schöneberg–ის წინ მდებარე მოედანს სახელი გადაერქვა და ეწოდა John-F.-Kennedy-Platz (ჯონ ფიცჯერალდ კენედის მოედანი). კენედისადმი მიძღვნილი დიდი დაფა დამონტაჟებულია შენობის შესასვლელ სვეტზე, ხოლო შესასვლელის ზევით მდებარე ოთახი, რომელიც ზემოდან გააჰყურებს მოედანს, მიეძღვნა კენედის და მის ვიზიტს.

გამოსვლის ორიგინალი ხელნაწერი ინახება ამერიკის ეროვნული არქივებისა და ჩანაწერების ადმინისტრაციაში.

კულტურული ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაფიტი ბერლინში, ბეით-ლაჰმის გზაზე, რომელშიც ნათქვამია „Ich bin ein Berliner“

ფრაზა და ლეგენდა ციტირებულია ძალიან ხშირად ამერიკულ მხატვრულ და პოპულარულ კულტურაში. პირდაპირი ციტატის გარდა, არსებობს მრავალი ვარიაცია, დაწყებული „Ich bin ein (+ არსებითი სახელი, მაგალითად, Frankfurter, Hamburger)“, რომელიც, სავარაუდოდ, გასაგები იქნება პირველ რიგში ინგლისურენოვანი აუდიტორიის მიერ ამ გერმანული ფრაზისა და მისი მითის ფართო ცოდნის საფუძველზე. ფრაზა, ალბათ, ორაზროვანია, მაგრამ კონტექსტი არის ნათელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Daum, Andreas W. (2008). Kennedy in Berlin. Cambridge: Cambridge UP, გვ. 147–55. ISBN 978-0-521-85824-3. 
  2. Robert Lochner. “Teaching JFK German“, CNN.com. ციტირების თარიღი: 2006-09-24. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 5, 2006. 
  3. Ryan, Halford Ross (1995). U.S. presidents as orators: a bio-critical sourcebook. Greenwood, გვ. 219–20. ISBN 978-0-313-29059-6.