ბუნებისმეტყველების მუზეუმი (ბერლინი)
ბუნებისმეტყველების მუზეუმი (გერმ. Museum für Naturkunde) — მუზეუმი ბერლინში, რომელიც 25 მილიონზე მეტ ზოოლოგიურ, პალეონტოლოგიურ და მინეროლოგიურ სახეობას მოიცავს. განსაკუთრებით განთქმულია ორი უნიკალური გამოფენით: მსოფლიოში უდიდესი დინოზავრის ინსტალაციითა და დღემდე ცნობილი უძველესი ფრინველი არქეოპტერიქსის ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშით.
ამჟამად გერმანიის უდიდესი ბუნების ისტორიის მუზეუმი 1810 წელს დაარსდა. მისი კოლექციები მოიცავს ობიექტებს სამ ძირითად სფეროში: პალეონტოლოგიაში, მინერალოგიაში და ზოოლოგიაში. მუზეუმის მინერალების კოლექცია 1700 წლით თარიღდება, რომელიც მას პრუსიის აკადემიამ უბოძა. სხვა მნიშვნელოვან გამოფენათა შორისაა მინერალების კოლექცია, რომელშიც მსოფლიოს მინერალთა 75% სახოებებია წარმოდგენილი, მეტეორების დიდი კოლექცია, მსოფლიოშუ უდიდესი ქარვის ნატეხი და მისთ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-08-26 საიტზე Wayback Machine.