პოტსდამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
პოტსდამი
St. Nikolaikirche in Potsdam & Old Market Square 2.jpg
პოტსდამის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და ძველი ბაზრის მოედანი.
დროშა გერბი
Flag of Potsdam.svg DEU Potsdam COA.svg

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა ბორნშტედტი[1] , აიხე[1] , ნედლიცი[1] , ზაკროუ[1] , კლეინ გლიენიხი[1] , ნორდ-ბაბელსბერგი[1] , დრევიცი[1] , ტემპლინი, ფარლენდი, გოლმი[1] , გროს-გლინიკი, ნატვერდერი, კარტცოვი, მარკვარდტი, ნეუ-ფაჰრლენდი, სატცკორნი, უეც-პაარენი[1] , ბორნიმი[1] , გრუბე[1] , ნაუინერ ვორშტადტი[1] , იაგერვორშტადტი[1] , ბერლინერ-ვორშტადტი[1] , ბრანდენბურგერ-ვორშტადტი[1] , პოტსდამ-ვესტი[1] , ნორდლიხ-ინენშტადტი[1] , სიუდლიხ-ინენშტადტი[1] , ბაბელსბერგ-ზიუდი[1] , ტემპლინერ-ვორშტადტი[1] , ტელტაუერ-ვორშტადტი[1] , შლატცი[1] , ვალდშტადტი I[1] , ვალდშტადტი II[1] , ინდუსტრიეგელენდი[1] , ფორსტ-პოტსდამ-სიუდი[1] , სტერნი[1] და კირხშტეიგფელდი[1]
კოორდინატები 52°24′00″ ჩ. გ. 13°04′00″ ა. გ. / 52.40000° ჩ. გ. 13.06667° ა. გ. / 52.40000; 13.06667
მმართველი მაიკ შუბერტი
პირველი ხსენება 3 ივლისი 993
ფართობი 188.26 კმ²
ცენტრის სიმაღლე 35 მეტრი
მოსახლეობა 171,810 (31 დეკემბერი 2016)[2]
სასაათო სარტყელი ცენტრალური ევროპის დრო, UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 033208, 033201 და 0331
საფოსტო ინდექსი 14467, 14482, 14469, 14471, 14473, 14476, 14478 და 14480
საავტომობილო კოდი P
ოფიციალური საიტი https://www.potsdam.de/
პოტსდამი — გერმანია
პოტსდამი

პოტსდამი (გერმ. Potsdam) — ქალაქი გერმანიაში, ქვეყნის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქი. ქალაქი პირდაპირ ესაზღვრება გერმანიის დედაქალაქ ბერლინს და არის ბერლინ-ბრანდენბურგის მიტროპოლიტი რეგიონის ნაწილი. მდებარეობს მდინარე ჰაფელზე, ბერლინის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრის მოშორებით.

პოტსდამი, 1918 წლამდე პრუსიის მეფეებისა და გერმანელი კაიზერების რეზიდენცია იყო. ქალაქის დაგეგმარება განმანათლებლობის ეპოქის ხორცშესხმა იყო: პოტსდამის არქიტექტურისა და ლანდშაფტის ფრთხილი ბალანსი, ქალაქს „თვალწარმტაც, პასტორალურ ოცნებად“ აქცევს, რომელიც ახსენებს თავის მაცხოვრებლებს ბუნებასთან და გონებასთან ურთიერთობას.[3]

ქალაქის გარშემო მდებარეობს ერთმანეთთან დაკავშირებული ტბები და კულტურული ღირშესანიშნაობები, კერძოდ, გერმანიის უმსხვილესი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სანსუსის სასახლეები და პარკები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს პოტსდამის კონფერენცია აქ, ცეცილიენჰოფის სასახლეში ჩატარდა.

ბაბელსბერგის რაიონი, რომელიც პოტსდამის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, 1930-იან წლებამდე კინოწარმოების ძირითადი სტუდია იყო და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ევროპის კინემატოგრაფიის მთავარი ცენტრის სტატუსით სარგებლობს. ბაბელსბერგის კინოსტუდია მსოფლიოს უძველესი ფართომასშტაბიანი კინოსტუდიაა.

პოტსდამი XIX საუკუნეში გერმანიის სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. დღეს ქალაქში სამი საჯარო კოლეჯი, პოტსდამის უნივერსიტეტი და 30-ზე მეტი კვლევითი ინსტიტუტი მოქმედებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტემპლინერის ზღვა, პოტსდამის სამხრეთით

სივრცე ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ, რამდენიმე დიდი მორენით ჩამოყალიბდა. დღეს, ქალაქის 3/4 ნაწილი მწვანე ზონას წარმოადგენს, მხოლოდ 1/4 ნაწილი წარმოადგენს ურბანულ ტერიტორიას.

პოტსდამისა და მის გარეშემო დაახლოებით 20 ტბა და მდინარეა, როგორიცაა ჰაფელი, გრიბნიცზე, ტემპლინერის ზღვა, ტიეფერის ზღვა, იუნგფერნზე, ტელტოვის არხი (ტელტოვკანალი), ჰეილიგერი და ზაკროვერის ზღვა. ქალაქის უმაღლესი წერტილი 114 მეტრის სიმაღლის კლეინერ რავენსბერგია (გერმ. Kleiner Ravensberg).

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Paul Sigel, Silke Dähmlow, Frank Seehausen und Lucas Elmenhorst, Architekturführer Potsdam Architectural Guide, Dietrich Reimer Verlag, Berlin 2006, ISBN 3-496-01325-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 https://opendata.potsdam.de/explore/dataset/stadtteile/table/
  2. https://www.destatis.de/DE/ZahlenFakten/LaenderRegionen/Regionales/Gemeindeverzeichnis/Administrativ/Aktuell/05Staedte.html
  3. The Potsdam project, 1996, HRH The Prince of Wales, Charles; Hanson, Brian; Steil, Lucien; Prince of Wales's Urban Design Task Force; Prince of Wales's Institute of Architecture, Prince of Wales's Institute of Architecture, 1998, Introduction.