შუა ევროპის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შუა ევროპის ვაკე

შუა ევროპის ვაკე ან ჩრდილოეთ ევროპის ვაკე — ვაკე ევროპაში, უმთავრესად პოლონეთში, გერმანიაში, დანიასა და ნიდერლანდებში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის სანაპიროები, სამხრეთით ჰერცინული სისტემის მთები და მაღლობები.

გეოგრაფიული მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიგრძე დაახლოებით 600 კმ, სიგანე 200-იდან 500 კილომეტრამდეა, სიმაღლე უმეტესად 50–100 -მდე. ცალკეული მორენული სერების სიმაღლე 300 მეტრზე მეტია. უმთავრესად აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც ზემოდან დაფარულია მყინვარული ნალექებით.

ჰავა და საშუალო ტემპერატურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავა გარდამავალია ზღვიურიდან კონტინენტურისაკენ. იანვრის საშუალო ტემპერატურაა დასავლეთით -1-იდან -3°C-მდე, აღმოსავლეთით -2-იდან -4°C-მდე; ივლისისში კი 17–19°C. ნალექები დასავლეთით 800 მმ წელიწადში, აღმოსავლეთით – 500 მმ.

ჰიდროლოგია და ბიომრავალფეროვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა ქსელი ხშირია (ოდრის, ელბის, ვეზერის, რაინის და სხვათა აუზები). შუა ევროპის ვაკეზე ბევრია მყინვარული ტბა. განვითარებულია ტყის ყომრალი და გაეწრებული ნიადაგები. ბუნებრივი მცენარეულობიდან დასავლეთით მუხნარ–წიფლნარია, აღმოსავლეთთ — შერეული ტყეები. ტყე ძირითადად გაჩეხილია. ჩრდილოეთით ბევრია ტორფნარი. ხეობებში მდელოებია. არის მარცვლეულის ნათესები, შაქრის ჭარხლის ნარგავები. აქ მცხოვრები ადამიანები მისდევენ მესაქონლეობას. შუა ევროპის ვაკე მჭიდროდაა დასახლებული. ვაკეზე მდებარეობს ქალაქები:

ჩრდილოეთ გერმანიის ვაკე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა ევროპის ვაკის გერმანულ ნაწილს ჩრდილოეთ გერმანიის ვაკე ეწოდება. ჩრდილოეთ გერმანიის ვაკის უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 100 მეტრზე დაბლა მდებარეობს. ოკეანის ჩრდილოეთი სანპიროების უმეტესი ნაწილი მოსწორებულია და ჭაობებითა და ვატებითაა დაფარული. ჩრდილოეთ გერმანიის ვაკის გაგრძელებად ითვლება ჩრდილოეთ და აღმოსავლეთი ფრიზის კუნძულები, რომელიც კონტინენტს შუა საუკუნეებში წყალდიდობის დროს გამოეყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]