შინაარსზე გადასვლა

ბოდეს მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოდეს მუზეუმი სამუზეუმო კუნძულზე

ბოდეს მუზეუმი (გერმ Bode-Museum) — სამხატვრო მუზეუმი ბერლინში, სამუზეუმო კუნძულის ანსამბლში, სადაც ქანდაკებები, ბიზანტიური ხელოვნება და სამონეტო კაბინეტია წარმოდგენილი. მუზუმი 1904 წელს დაარსდა. ექვსწლიანი რესტავრაციის შემდეგ კი 2006 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა.

მუზეუმი ღამით

ბერლინში ხელოვნების მუზეუმის შექმნის იდეა 1871 წელს შეიქმნა კაიზერის კარზე, კრონპრინცის გარემოცვაში, ასევე, ოდნავ მოგვიანებით, იმპერატორ ფრიდრიხ III-ის დროს. კონკრეტული წინადადებები ვილჰელმ ფონ ბოდემ წამოაყენა. კარის არქიტექტორმა ერნსტ ფონ ინემ 1897-1904 წლებში სამუზეუმო შენობა ააგო ბოდეს მიერ შეგროვებული ფერწერული და სკულპტურული კოლექციისთვის. მუზეუმი 1904 წლის 18 ოქტომბერს, 1888 წელს გარდაცვლილი ფრიდრიხ III-ის დაბადების დღეს გაიხსნა.

ნეობაროკოს სტილში შესრულებული შენობა სამუზეუმო კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ დაბოლოებაზე, 6 000 მ² განლაგებული და არასწორი სამკუთხედის ფორმით არის წარმოდგენილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: