დეივიდ იუმი
დეივიდ იუმი | |
---|---|
დეივიდ იუმის ფოტო, ფოტოს ავტორი რემზი ალანი (მხატვარი, გრაფიკოსი), 1766 | |
დაბადების თარიღი |
7 მაისი, 1711 ედინბურგი, შოტლანდია |
გარდაცვალების თარიღი |
25 აგვისტო, 1776 ედინბურგი, შოტლანდია |
ეროვნება | შოტლანდიელი |
დეივიდ იუმი (ინგლ. David Hume; დ. 7 მაისი, 1711, ედინბურგი — გ. 25 აგვისტო, 1776, იქვე) — შოტლანდიელი ფილოსოფოსი. ემპრიზმისა და აგნოსტიციზმის წარმომადგენელი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შოტლანდიელი განმანათლებელი.
მოძღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეივიდ იუმმა თანმიმდევრულად განავითარა ბერკლის სუბიექტური იდეალიზმი, მან დიდი გავლენა მაოხდინა იდეალისტური ფილოსოფიის განვითარებაზე, თანამედროვე პოზიტივიზმი იუმის ფილოსოფიის თავისებურ აღდგენას წარმოადგენს. დეივიდ იუმის აზრით, ჩვენს ცხოვრებაში არაფერია, გარდა პერცეფციებისა, პერცეფციები ორგვარია: შთაბეჭდილებები და იდეები, პერცეფციები სიმარტივე-სირთულითაც განსხვავდება; არსებობს რთული და მარტივი იდეები. შთაბეჭდილებები ორგვარია იმისდა მიხედვით თუ რა არის მათი წყარო; არსებობს შეგრძნებით მიღებული შთაბეჭდილებები და რეფლექციით მიღებული შთაბეჭდილებები, ორივე ამ შთაბეჭდილებათა პრინციპი ერთია, რადგან რეფლექსიის შთაბეჭდილებები — შიში, სიხარული და სხვა ემოციები, თვით შეგრძნებებიდან წარმოიშობა. იუმი განიხილავს პერცეპციებს ჩაკეტილ ცნობიერებაში. იუმის აზრით, შთაბეჭდილებები უფრო ცხოველი ხასიათისაა, იდეები კი შაბეჭდილებათა სუსტ ასლებს წარმოადგენს, შთაბეჭდილება ყოველთვის უსწრებს წინ იდეებს, ყოველ შთაბეჭდილებას იმეორებს მარტივი იდეა, მარტივი იდეები მკრთალად გამოხატავს შთაბეჭდილებებს. ადამიანს აქვს მეხსიერება და წარმოსახვის უნარი, მეხსიერება არის შთაბეჭდილების სიცოცხლის შენახვის უნარი. წარმოსახვა კი არის შთაბეჭდილების სიცხოველის დაკარგვისა და მისი იდეად შენახვის უნარი. წარმოსახვას თავისუფლება ახასიათებს, მეხსიერებას კი არა, მეხსიერება მხოლოდ ინახავს შთაბეჭდილებებს. წარმოსახვა კი იდეათა დაკავშირებასაც ახდენს, ის თავისუფლად მოქმედებს.
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1739-40 — „ტრაქტატი ადამიანის ბუნების შესახებ“ (A Treatise of Human Nature)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1962.