ჯანმრთელობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯანმრთელობა - არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.

დამახასიათებელი თვისებები[რედაქტირება]

ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით, რომლის ხასიათი,სიძლიერე მოქმედების ხანგრძლივობა შეესაბამება გამღიზიანებელს. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა მაგ:ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ.

ნორმა[რედაქტირება]

ნორმა არის საშუალო არითმეტიკული გამოყვანილი იმ მაჩვენებლებიდან რომლებიც ახასიათებს ერთი და იგივე სახეობის პოპულაციას გარკვეულ პირობებში. ორგანიზმი რომლის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ითვლება ჯანმრთელად. მაჩვენებლები მჭიდროდ დაკავშირებულია გარემო ფაქტორებთან. მაგ: ცხოველი რომელიც ცხოვრობს მაღალ მთიან რაიონში განსხვავდება ამავე სახეობის ცხოველისაგან ერითროციტების და ჰემოგლობინის ჭარბი რაოდენობით, შედარებით გახშირებული სუნთქვით და სხვა ნიშნებით დაბლობში მცხოვრები ორგანიზმისაგან.