საჩინო (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საჩინო.

საჩინო — ისტორიული მხარე ქვემო იმერეთში. მოიცავდა მდინარეების ყუმურისა და სულორის ხეობებს, აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა მდინარე კორისწყალი, დასავლეთით საჯავახოს მხარის მთები. იყოფოდა ზემო საჩინოდ და ქვემო საჩინოდ. მთლიანად მოიცავდა ამჟამინდელი ვანის მუნიციპალიტეტს და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხს. საჩინოს სხვადასხვა დროს ფლობდნენ ჯერ ქვაბულისძეთა, შემდეგ ჩიჯავაძეთა ფეოდალური საგვარეულოები. ქობულიძეები საჩინოსთან ერთად ფლობდნენ საჯავახოსაც, სანამ ეს უკანასკნელი ჭილაძეების გახდებოდა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 211.
  • ვახუშტი ბატონიშვილი – აღწერა სამეფოსა საქართველოსა. წგნ, ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ 4, თბილისი, 1973 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საჩინო — ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ე. გვენეტაძე, გ. გაგუა „საჯავახოს მხარე“ „პარალელი“ N5, გვ. 218 — თბილისი, 2013 წ. ISSN 0235-8417