ვალერიან გუნია
| ვალერიან გუნია | |
| დაბადების სახელი | ვალერიან გუნია |
| დაბადების ადგილი | ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი |
| დაიბადა | 21 იანვარი, 1862 |
| გარდაიცვალა | 31 ივლისი 1938 თბილისი |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
ვალერიან ლევანის ძე გუნია (დ. 21 იანვარი 1862, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი 1938, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი. 1931 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1934 წელს – სახალხო არტისტის წოდება.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
ვალერიან გუნია 1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სას.-სამ. აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში.
ვალერიან გუნია გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 309, თბ., 1978 წელი.
- ბურთიკაშვილი ა., რაინდი უშიშარი და გულმართალი, თბ., 1965.