ფოცხოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მერეს ციხესიმაგრის ნანგრევები ფოცხოვში
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ფოცხოვი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, ხეობა შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულ სამცხეში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). ეკუთვნოდა ჯაყელთა ფეოდალურ საგვარეულოს. მოგვიანებით ჯაყელთა განაყოფი შტოს — ბოცოსძეთა სამფლობელო. ფოცხოვის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები იყო ყველისციხე და ჯაყის ციხე. აქვე იყო წურწყაბის საეპისკოპოსო ტაძარი. XVI საუკუნეში ფოცხოვი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა დაიპყრო. შეიქმნა ადმინისტრაციული ერთეული ფოცხოვის ლივა, რომელიც იყოფოდა მზვარისა და ჩრდილის ქვეადმინისტრაციულ ერთეულებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., ტბელ აბუსერიძე, თბ., 1963;