დიღმისხევი
დიღმისხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთული შუა საუკუნეების საქართველოში. ცენტრი - დიღომი. დიღმისხეში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა; ხევის ქვედა ნაწილი - დიღმის ველი მეფეთა სანადირო ადგილი იყო. იყენებდნენ აგრეთვე საძოვრად. დიღმისხევის მიწებზე სახლობდნენ სამეფო კარის, საეკლესიო და სათავადო გლეხები. სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თბილისს მომდგარი მტერი ჩვეილებრივ დიღმისხევის მიდამოებში ბანაკდებოდა. IX-XI საუკუნეებში დიღმისხევი თბილისის საამიროს ტერიტორიის ნაწილი იყო. დიღმისხევის ტერიტორიაზე მიკვლეულია მრავალი არქეოლოგიური ძეგლი.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 3, გვ. 591, თბ., 1978