პალაკაციო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალაკაციო მესხეთის შემადგენლობაში (წითელი ფერი)

პალაკაციო — მხარე ისტორიულ სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია); აბოცს, ჯავახეთს, კოლა-არტაანსა და კარს (ყარსი) შორის მდებარე მიწები; XII საუკუნის ბოლო პერიოდში ადმინისტრაციულად ჯავახეთის სანაპირო საერისთავოში შედიოდა; მომდევნო საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენელი ნაწილი იყო. ამ პერიოდში პალაკაციოს უკვე „ჩრდილის“ (თურქ. „ჩილდირ“) სახელით მოიხსენიებდნენ. 1186/87 წლებში ჯავახეთის ერისთავთერისთავმა გამრეკელ კახას ძე თორელმა დაამარცხა პალაკაციოში შემოსული თურქები. XVI საუკუნეში, იგივე ჩრდილის-ჩილდირის მხარე, ოსმალებმა დაიპყრეს. 1578 წელს აქ გაიმართა დიდი ბრძოლა ოსმალთა და სპარსელთა ჯარებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1975, ტ. 5;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;