სეტყვა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      
სეტყვის მარცვლები

სეტყვაატმოსფერული ნალექი, რომელიც შედგება ყინულის სხვადასხვა ზომის (5-55 მმ; იშვიათად 130 მმ-მდე) სფერული ნაწილაკების, ან ნატეხებისაგან. სეტყვის მარცვალს შრეებრივი აგებულება აქვს - არსებობს 1 მმ სისქის გამჭვირვალე და ნახევრად გამჭვირვალე შრეები. სეტყვა, ჩვეულებრივ ელჭექისა და თავსხმის დროს იცის, უმთავრესად წლის თბილ პერიოდში (როცა ტემპერატურა 20° C-ზე მეტია). სეტყვა მოდის გროვაწვიმის ღრუბლიდან. სეტყვის ზოლის სიგანე რამდენიმე მკ-ია, სიგრძე კი ათეული, ზოგჯერ ასეული კმ. მისი ხანგრძლივობა 5-10 წთ-დან ⅓ საათამდეა. სეტყვის დროს 1 წთ-ში 1მ2 ზედაპირზე ეცემა 500-1000 მარცვალი, მათი სიმკვრივეა 0,5-0,9 გ/სმ2.

საქართველოში სეტყვიან დღეთა საშუალო წლიური რიცხვია 2-10 (დასავლეთ საქართველოში - ბარში 0,2-2; მთაში 8-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში - ბარში 2-3, მთაში 10-მდე). სეტყვა დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას (საქართველოში განსაკუთრებით ზიანდება კახეთის რაიონები), ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავებას.