ეკი
| სოფელი
ეკი
|
ეკი – სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში,ოდიშ–გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა სანაპირო, ჩხოროწყუ–სენაკის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 45 მ. სენაკიდან 12 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 127 ადამიანი.
სოფელი წყაროებში პირველად XVII საუკუნის 20–იანი წლებიდან. ეკის სამხრეთ–აღმოსავლეთით მთაზე, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლია, რომელიც მაღალი გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული (შემორჩენილია დასავლეთ მხარე). შუაში აღმართულია ეკლესია (IX-X სს) შიგნით ფრესკების ფრაგმენტებია, ჩრდილოეთით ორსართულიანი სამრეკლო (XIII-XIV სს) და პალატი. სოფლის აღმოსავლეთით კარგად გათლილი ქვის კვადრებით ნაგები და ორნამენტებით შემკული ეკლესია დგას.მას ორიგინალური ქვისებრი გეგმა და წახნაგოვანი აფსიდა აქვს (ვარაუდით XIII ს II ნახევრის).
მდინარე ცივის მიდამოებში, მთაზე, შუა საუკუნეების ციხის ნანგრევებია. ციხე შედგებოდა გალავნისა და ერთი კოშკისაგან, რომელთაგანაც ნაწილობრივ სამი სართულიღაა დარჩენილი. გალავანს გარს უვლიდა ღრმა და განიერი თხრილი. 1971 წელს აღმოჩენილია ვერცხლის მონეტები.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
|
||||||||||
სტატიის