კელასური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კელასური (მრავალმნიშვნელოვანი).
კელასური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
სათავე ბზიფის ქედი
43°16′32″ ჩ. გ. 41°11′00″ ა. გ. / 43.27556° ჩ. გ. 41.18333° ა. გ. / 43.27556; 41.18333
სათავის მდებარეობა კელასური
სათავის სიმაღლე 1380 მ
შესართავი შავი ზღვა
42°58′16″ ჩ. გ. 41°04′00″ ა. გ. / 42.97111° ჩ. გ. 41.06667° ა. გ. / 42.97111; 41.06667
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 42 კმ
აუზის ფართობი 220 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 13,2 მ³/წმ
კელასური — საქართველო
კელასური
კელასური
კელასური — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
კელასური
კელასური
— სათავე, — შესართავი

კელასურიმდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე. ხიმსის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2582 მ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ კელასურთან. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 220 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. ზაფხულსა და შემოდგომაზე — ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალმცირეა ზამთარში. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 13,2 მ³/წმ. ზღვაში წლიურად შეაქვს 420 მლნ. მ³ წყალი. ქვემო დინებაში კელასურის მარცხენა ნაპირიდან წყლის ნაწილი გადის მიწისქვეშა კარსტული ნაპრალით და გამოდის მდინარე ბესლეთის სათავეში მძლავრ წყაროებად. 1978 წელს შესართავიდან 13 კმ-ზე კლდეზვავმა გადაგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რომლის ფართობია დაახლოებით 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ.

კლისური არის მდინარე კელასურის ძველი სახელწოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]