სანიგეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანიგეთისანიგებით დასახლებული ისტორიული მხარე ახლანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სანიგეთის "მეფეს" სპადაგას, რომელსაც ძალაუფლება იმპერატორ ადრიანესგან მიუღია, იხსენიებს არიანე II საუკუნის პირველ ნახევარში. როგოპრც მეფის სახელიდან ჩანს, იგი ადგილობრივი დინასტი უნდა ყოფილიყო. ს. ჯანაშიას სანიგეთი კოლხეთის სამეფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ სამეფოდ მიაჩნია. გ. მელიქიშვილის აზრით, სანიგეთის გაერთიანება წარმოადგენდა ტომთა კავშირს სახელმწიფოებრიობის ძლიერი ჩანასახით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ათასწლეულები), თბ., 1974;