მუხრანი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუხრანის ციხე

მუხრანი, მუხნარი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში (ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).

სახელწოდება წარმოდაგება „მუხიდან“. მუხიანის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები და შედარებით ადვილად გასახორციელებელი ირიგაცია ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიურ განვითარებას. აქვე ერთმანეთს კვეთდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სამიმოსვლო გზები, რაც ზრდიდა რეგიონის ეკონომიკური სიმძლავრეს.

ანტიკურ ხანასა და განვითარებულ შუა საუკუნეებში მუხრანისა (ბარი) და თრიალეთის (მთა) კავშირმა დიდი როლი შეასრულა ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობაში, შემდეგ კი — საქართველოს სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში. მუხრანი თავიდანვე ქართლის მეფეთა სანადირო ადგილი იყო. აქვე ჰქონდათ მათ რამდენიმე სასახლე-რეზიდენცია. II-IV საუკუნეებში მუხრანის ცენტრი იყო ქალაქი ძალისი. VIII-IX საუკუნეებში მუხრანის ძაგანისძეთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1123 მეფე დავით აღმაშენებელმა მუხრანი კვლავ სამეფო დომენად აქცია. ამ პერიოდიდან მუხრანის მთავარი ციხე ვარაუდით ან ციხევდავია, ან კიდევ მტკვრის (ქსნის) ციხე. XVI საუკუნიდან სამეფო დინასტიის ქართლის ბაგრატიონთა ერთ-ერთი შტოს, საკუთრება-სათავადოა (სამუხრანბატონო). ეს ადმინისტრაციული სტატუსი ჰქონდა მას XIX საუკუნის 40-იან წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.
  • ბერძენიშვილი, ნ. „საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი 8, თბილისი, 1975 გვ. 337-353
  • გვასალია ჯ. ქსნის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული“ ტ 3 1967