გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი | |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 დეკემბერი, 2015 – 13 ივნისი, 2018 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
წინამორბედი | ირაკლი ღარიბაშვილი |
მემკვიდრე | მამუკა ბახტაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 სექტემბერი, 2015 – 29 დეკემბერი, 2015 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | თამარ ბერუჩაშვილი |
მემკვიდრე | მიხეილ ჯანელიძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი, 2012 – 1 სექტემბერი, 2015 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ვერა ქობალია |
მემკვიდრე | დიმიტრი ქუმსიშვილი |
დაბადებული | 20 აგვისტო, 1967 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ახალი მემარჯვენეები (2000-2004) ქართული ოცნება (2011-2018) |
შვილები | 4 |
განათლება | სამედიცინო უნივერსიტეტი (1991) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995) |
პროფესია | ეკონომისტი, ფინანსისტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე[1]. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.[2]
ბიოგრაფია
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით. 1998 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ილინოისის უნივერსიტეტში. 1993-1996 წლებში მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში, 1996-1997 წლებში იყო „Trade Invest Bank-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 1998 წელს კვლავ გაერთიანებული ქართული ბანკში მუშაობდა, იყო ერთ-ერთი დირექტორი.
1999 წელს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წელს გამოეყო მოქალაქეთა კავშირს სხვა ადამიანების ჯგუფთან ერთად და იყო გახდა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2001-2002 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიჰყავდა კორპორატიული ფინანსების სალექციო კურსი.
2004 წლიდან დაუბრუნდა საბანკო სექტორს. 2004-2006 წლებში იყო პირველი კომერციული ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი. 2006—2011 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. 2012-2015 წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. 18-11-2016-დან — 30-11-2016-მდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
2018 წლის 13 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოწყობილი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. ამ შესახებ კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი კვირიკაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი კვირიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ზე
- საქართველოს მთავრობა
სქოლიო
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ვერა ქობალია |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012 – 2015 |
შემდეგი: დიმიტრი ქუმსიშვილი |
წინამორბედი: თამარ ბერუჩაშვილი |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 |
შემდეგი: მიხეილ ჯანელიძე |
წინამორბედი: ირაკლი ღარიბაშვილი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 - 2018 |
შემდეგი: მამუკა ბახტაძე |
|
|
|
|
|
- დაბადებული 20 ივლისი
- დაბადებული 1967
- საქართველოს ეკონომიკის მინისტრები
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები
- საქართველოს პრემიერ-მინისტრები
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- თბილისში დაბადებულები
- „ქართული ოცნების“ წევრები