სოზარ სუბარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი
Flag of Georgia.svg
Georgian Probation Ministry logo.jpg
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედი გიორგი ტუღუში

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2004 – 2009
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედი ნანა დევდარიანი
მემკვიდრე გიორგი ტუღუში

დაბადებული 4 ნოემბერი, 1964
ჭუბერი, მესტიის მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
პროფესია ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი
სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი (დ. 4 ნოემბერი, 1964, ჭუბერი, მესტიის რაიონი) — ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2004-2009 წწ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში (2003-2004).

სახალხო დამცველი[რედაქტირება]

2004-2009 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველი. აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.[1] სუბარმა სააკაშვილს ავტორიტარული სტილის მმართველი უწოდა.[2] სუბარის მუშაობა სახალხო დამცველის პოსტზე ნაყოფიერად იქნა შეფასებული [3]. 2009 წელს აირჩიეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად.

პოლიტიკაში[რედაქტირება]

2009 წლის 22 სექტემბერს ის შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის წევრებიც იყვნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ალიანსის განაცხადებით, სუბარი მათი კანდიდატი იქნებოდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 2010 წელს დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში[4]. აპრილში მან განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა,[5] ხოლო არჩევნების შემდეგ ალიანსი დატოვა [6]

2010 წელს, სხვა პოლიტიკოსებთან (ეროსი კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ოქრუაშვილი) ერთად, დააფუძნა ქართული პარტია. 2012 წლიდან არის ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრი. იმავე წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი ტუღუში
სასჯელაღსრულების მინისტრი
2012 - დღემდე
შემდეგი:
'