ზურაბ ქაფიანიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურაბ ქაფიანიძე (დ. 1 აპრილი, 1937 — გ. 4 ივლისი, 2011, თბილისი), ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო.

1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება]

გამოსცა სამეცნიერო გაზეთი „შუმერი“. დააარსა ამავე სახელწოდების სამეცნიერო ცენტრი. 40 წლის შრომის შედეგად, როგორც თვითონ იყო დარწმუნებული, ახსნა ძვ. წ. V-III ათასწლეულების შუმერული თიხის ფირფიტები და ბეჭდები, თიხის შუმერული ჭურჭლის მოხატულობა და სარკოფაგთა წარწერების ხაზობრივი სისტემა. მისივე მტკიცებით, აღმოაჩინა ანბანის რიცხვობრივი ხაზობრივი და კოსმიური სისტემის ფორმულა, რითაც , თითქოსდა, ცხადი გახდა უძველესი ქართული ასომთავრულის შუმერული წარმომავლობა. ასევე ამტკიცებდა, რომ აღადგინა ძვ. წ. 5604 წლის შუმერული კალენდარი.[1]

ქაფიანიძის მოსაზრებები მეცნიერებაში გაზიარებული არ არის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

  • ომი და ქორწილი
  • ახალი არკადია (ივანე)
  • ნეილონის ნაძვის ხე
  • ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
  • აქედანა და შენამდე
  • ბანდიტი აგურის ქარხნიდან (გოგია ინსპექტორი)
  • წიგნი ფიცისა (პაპაი)
  • გამოაღეთ ფანჯრები (ანტონი)
  • ძველი სახლი
  • თბილისი, პარიზი, თბილისი (ოდიშელიძე)
  • მეცამეტე გოჭი (კუკური)
  • დათა თუთაშხია (ბექარ ჯეირანაშვილი)
  • ამაღლება (ივანე)
  • დაბრუნება
  • ქალაქი ანარა
  • ერთი ნახვით შეყვარება
  • ივანე კოტორაშვილის ამბავი (ივანე)
  • მთვარის მოტაცება (ლომკაც თარბა)
  • ბებერი მეზურნეები (მძღოლი)
  • წკიპურტები (მოძალადე)
  • ნერგები (მეურმე)
  • გლადიატორი (ოფიციანტი)
  • დაისი (ცანგალა)
  • გათენების წინ
  • კარები; დიდოსტატის მარჯვენა (პიპა)
  • ჩერმენი (ბერდია)
  • ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (დურმიშხანი)
  • ფეოლა (ბესიკი, ვიოლინოზე დამკვრელი )
  • ღიმილის ბიჭები (შალიკო)
  • ფიროსმანი (უშანგი)
  • მოლოდინი (ექვთიმე)
  • ჯვარცმული კუნძული (სიმონა)
  • ტარიელ გოლუა (ბეჟანა)
  • არ იდარდო! (გენერლის ადიუტანტი)
  • ცისკრის ზარები (ჩოფე)
  • ვედრება (ზვიადაური)
  • ალოობა (ბეჟანა)
  • დიდი მწვანე ველი
  • ლონდრე
  • გიორგობისთვე
  • მიხა (მიხა)
  • ხევსურული ბალადა (აპარეკა);

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ზურაბ ქაფიანიძე, თეიმურაზ მიბჩუანი:შუმერული ანბანი-ქართული ასომთავრული