მუხრან მაჭავარიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუხრან მაჭავარიანი
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1929
დაბ. ადგილი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 17 მაისი, 2010
გარდ. ადგილი თბილისი რუსთაველის თეატრი
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ქართველი
პერიოდი 1952–1995
ჟანრი ლირიკა
თემატიკა პატრიოტული, ცხოვრებისეული
მიმდინარეობა რეალიზმი
დებიუტი "ლექსები" 1955 წ.
Magnum opus "იარონ!" (1970)

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (დ. 12 აპრილი, 1929, სოფელი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 17 მაისი, 2010, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ცხოვრება[რედაქტირება]

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერი"-ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

გარდაცვალება[რედაქტირება]

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.[1]

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

ოჯახი[რედაქტირება]

  • მშობლები: თამარ იაკობაშვილი, ივანე (იოანე) მაჭავარიანი.
  • და: თინათინ მაჭავარიანი
  • მეუღლე: ლამარა ბოკერია (1928).
  • შვილები: ნანა (1956), ივანე (1965).

შემოქმედება[რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება]

  • "ლექსები", 1955 წ.
  • "წითელი მზე და მწვანე ბალახი", 1958 წ.
  • "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
  • "გზადაგზა", 1965 წ.
  • "იარონ", 1970 წ.
  • "თქვი", 1971 წ.
  • "ვინც იყო, იგი რომ არა...", 1973 წ.
  • "დუმილი რეკავს", 1974 წ.
  • "ლექსები", 1976 წ.
  • "ერთტომეული", 1979 წ.
  • "გიკვირს?! – ნუ გიკვირს!", 1995
  • "სერია: 100 ლექსი", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. – ISBN 99940-39-11-3

თარგმანები[რედაქტირება]

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება]

  • ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება ევგენი ევტუშენკოს მიერ თარგმნილი მისი პოეტური კრებულისათვის "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
  • საპატიო ნიშნის ორდენი, 1966 წ.
  • წითელი დროშის ორდენი, 1979 წ.
  • კირილესა და მეთოდეს ორდენი, 1989 წ.
  • რუსთაველის პრემია 1987 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]