ბესარიონ გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესარიონ გუგუშვილი
ბესარიონ გუგუშვილი
საქართველოს 1-ლი
პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აგვისტო, 1991 – 6 იანვარი, 1992
პრეზიდენტი  ზვიად გამსახურდია
წინამორბედითენგიზ სიგუა
მემკვიდრეთენგიზ სიგუა

დაბადებული6 მაისი, 1945 (1945-05-06) (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ფინეთის დროშა ფინეთი
(პოლიტ. თავშესაფარი)
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტიაწმ. ილია მართლის საზოგადოება; „ჰელსინკის კავშირი“
მამაპაატა გუგუშვილი
განათლებათბილისის უნივერსიტეტი
თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი
პროფესიაეკონომისტი
აღმოსავლეთმცოდნე
ისტორიკოსი
გეოგრაფი
საინფორმაციო ტექნოლოგია
საქმიანობამეცნიერი, პოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებელი

ბესარიონ გუგუშვილი (დ. 6 მაისი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი, საინფორმაციო ტექნოლოგიის სპეციალისტი, პოლიტიკოსი და საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი. 1994 წლიდან ემიგრაციაშია. ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971). ეკონომისტ პაატა გუგუშვილის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესარიონ გუგუშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე 1962–63 წლებში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქეთის ისტორიის სპეციალობით 1966–67 წლებში; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში 1967–70 წლებში. 1973 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის განყოფილების გამგე, შემდეგ დირექტორის მოადგილე.

ბესარიონ გუგუშვილი 1990–91 წლებში იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე და იმავდროულად შერეული სახელმწიფო-კერძო კომპანიის „საქართველოს კინოკორპორაციის“ პრეზიდენტი, რომელიც შეიქმნა ყოფილი სახელმწიფო კინომატოგრაფიის კომიტეტისა და ყოფილი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გაერთიანებისა და რეორგანიზების შედეგად (1991).

ბესარიონ გუგუშვილი 1991 წლის 21 აგვისტოს, მას შემდეგ რაც თენგიზ სიგუამ თანამდებობა დატოვა, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებულებით დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 1991 წლის 26 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შექმნისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაწესების კანონების მიღებისთანავე პრეზიდენტის მიერ დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რაც იმავე დღეს დაამტკიცა უზენაესმა საბჭომ. 1991–92 წლებში სამოქალაქო ომის დროს გუგუშვილი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა, ამის შემდეგ იგი 1993 წლის აჯანყებაშიც მონაწილეობდა, ზვიად გამსახურდიას მხარდამხარ. აჯანყების დამარცხებისა და გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ, გუგუშვილი 1994 წელს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას მინისტრთა კაბინეტის წევრი, 1995 წელს ფინეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. 2015 წლისთვის იგი ვანტააში ცხოვრობდა.

ბესარიონ გუგუშვილი 1978 წლიდან ეწეოდა კომპიუტერული ფონტების შექმნას — ე.წ. BPG ფონტები, სხვა ნამუშევართა შორის მისი შექმნილია DejaVu ფონტების ქართული ზონა. მონაწილეობდა Nokia Pure ფონტის ქართული ზონის შექმნაში.

ბესარიონ გუგუშვილმა 1988 წელს შექმნა ქართული შრიფტებით გაწყობილი პირველი სამაგიდო კომპიუტერული გამომცემლობის სისტემა, რომლითაც დაიბეჭდა პირველი კომპიუტერული ტექნოლოგიით მომზადებული გაზეთი „სამშობლო“, რითაც საქართველოში საფუძველი ჩაეყარა გაციფრულებულ საგამომცემლო-სასტამბო წარმოებას.

ბესარიონ გუგუშვილმა 1996 წელს შექმნა მისივე (BPG) დინამიური (ვების) შრიფტებით გაწყობილი საერთაშორისო კოდირების სტანდარტის შესაბამისი პირველი ქართული ვებსაიტი „შავლეგო“, ხოლო 1997 წელს — მეორე საიტი „ქართული ვების ტიპოგრაფია“, რომელიც ვებსა და ინტერნეტში ქართულისთვის უნიკოდის სტანდარტის გამოყენებას ეძღვნებოდა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]