ახალი მემარჯვენეები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი მემარჯვენეები
ლიდერი დავით გამყრელიძე
დაფუძნდა 2001
შტაბ-ბინა 0114, ჟ. კალანდაძის (ყოფილი ბევრეთის) ქ. №3
თბილისი, საქართველო
საერთაშორისო აკრედიტაცია IDU-ს ასოცირებული წევრი
ვებგვერდი ახალი მემარჯვენეები

ახალი მემარჯვნეები"(ახლები)" — მემარჯვენე-ცენტრისტული პოლიტიკური გაერთიანება საქართველოში, რომელიც 2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ახალი კონსერვატორების" ბაზაზე შეიქმნა.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

2000 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში შეიქმნა "ახალი ფრაქცია", რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს დავით გამყრელიძეს. "ახალ ფრაქციაში" ამ პერიოდში ათი წევრი იყო: დავით გამყრელიძე , ლევან გაჩეჩილაძე, ფიქრია ჩიხრაძე, გია ყარყარაშვილი, ირაკლი იაშვილი, დავით საგანელიძე, დავით კოღუაშვილი, დოდო შელია, გიორგი კვირიკაშვილი, ვალერი კვარაცხელია.

2001 წლის 15 ივნისს "ახალი ფრაქციის", "ახალი მოძრაობისა" და "ახალი კონსერვატორების" ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს ლევან გაჩეჩილაძეს, თანათავმჯდომარედ -დავით გამყრელიძე.

2002 წლის 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში ახალი მემარჯვენეები საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდნენ, ხოლო თბილისის მასშტაბით - მესამეზე[1]. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის ყრილობამ თავმჯდომარედ დავით გამყრელიძე აირჩია. არჩევნებში პარტიამ შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა. პარტია არ ჩაერთო სხვა ოპოზიციური ძალების მიერ წარმოებულ აქციებში, მეტიც, ის მივიდა 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე. ამით ახალმა მემარჯვენეებმა ხელი შეუწყვეს კვორუმის შედგენაც, რაც ხალხის პარლამეტის შენობაში შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

ვარდების რევოლუციაში მონაწილეობის არმიღების გამო პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად დავარდა. ის წევრთა დაახლოებით 15%-მა დატოვა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახლები გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში მემარჯვენე ორიენტაციის კიდევ ერთ პარტიასთან “მრეწველებთან”. შედეგად კი გადალახეს 7 პროცენტიანი ბარიერი ხმათა 7.6%-ით და შექმნეს ოპოზიციური ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია".


2006 წელს პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე, პარტია არ შეუერთდა ერთიან ეროვნულ საბჭოს 2007 წლის ნოემბრის აქციებში. ამის შემდეგ კი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა - პარტიის თავმჯდომარე, დავით გამყრელიძე. გამყრელიძემ მიღო დაახლოებით 80 000 ხმა (4.02‰). 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია მონაწილეობდა ბლოკ ”გაერთიანებული ოპოზიციის" შემადგენლობაში. პარტიის წევრებმა, რომლებმაც მოიპოვეს სადეპუტატო მანდატები, პოლიტიკური მოტივით უარი თქვეს უფლებამოსილებაზე.

2009 წლიდან პარტია გახდა "ალიანსი საქართველოსთვის" წევრი. ალიანსში ასევე შედიოდნენ, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. მათი მიზანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო, რის გამოც ითხოვდნენ რეფერენდუმის დანიშვნას. ალიანსი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე. ალიანსი მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც გავიდა თბილისის მასშტაბით მეორე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილზე.

2010 წლის ივლისში ალიანსი დაიშალა, რის შემდეგაც პარტია დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას.2011 წელს პარტიის დაარსებიდან 10 წლის შემდეგ ახალმა მემარჯვენეებმა ახალი სტრატეგია შეიმუშავეს. [2]

[რედაქტირება] პოლიტიური პლატფორმა

პარტიის ლოზუნგია: "ჩვენ გვწამს ღმერთი და ვმოქმედებთ აღიარებული მორალური პრინციპებით".

პარტიის პრინციპებია:

  • პიროვნების თავისუფლება
  • შეზღუდული მთავრობა
  • კანონის უზენაესობა
  • საკუთრების უფლება
  • თავისუფალი მეწარმეობა
  • თანაბარი შესაძლებლობები
  • თვითდახმარება
  • ტრადიციული ღირებულებები და ქართული ოჯახი

პარტიის მთავარი მიზანი ეკონომიკის სფეროს ლიბერალიზაცია და კერძო ინიციატივების წახალისებაა. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის აუცილებლობის აღიარების გარდა, პარტიის იდეოლოგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრადიციული კულტურული ღირებულებებისა და ცხოვრების წესის დაცვა და შენარჩუნება.

[რედაქტირება] ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მიზნებს და საქმიანობის ფორმებს წესდება განსაზღვრავს. ის პარტიის დამფუძნებელ კრებაზე 2001 წელს მიიღეს. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც იკრიბება არჩევნების წინ, მაგრამ არა ნაკლებ ოთხ წელიწადში ერთხელ.

ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას 7 წევრიანი გამგეობა (მთავარი კომიტეტი) მართავს. მასში შედიან ყრილობის მიერ 4 წლის ვადით არჩეული წევრები, რეგიონული დაახალგაზრდული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. გამგეობა თვეში ერთხელ იკრიბება და ამტკიცებს ბიუჯეტს, ისმენს ანგარიშებს, ამტკიცებს პარტიულ საარჩევნო სიებს და მაჟორიტარ კანდიდატებს, იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასა და ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

პარტიის შიდა უმაღლესი თანამდებობა თავმჯდომარეა, ხოლო ორგანიზაციულ სამუშაოებს აღმასრულებელი მდივანი ხელმძღვანელობს. პარტიის მთავარი ტერიტორიული ერთეულებია რეგიონული, რაიონული და პირველადი ორგანიზაციები. პარტიაში არსებობს საკონსულატიო ორგანოები: ლიდერთა საბჭო და პოლიტიკური საბჭო, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია.

პარტია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. აქტიურად იყო ჩართული NDI-სა და IRI-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში. 2005 წლის აპრილიდან ახალმა მემარჯვენეებმა საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების (IDU) ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღო. პარტია თანამრომლობს გერმანიის (ქრისტიან-დემოკრატები), საბერძნეთის (ნეა დემოკრატია), პოლონეთის (სამოქალაქო პლატფორმა) და უკრაინის (ნაშა უკრაინა) პოლიტიკურ გაერთიანებებთან.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი: «საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები» CIPDD, 2006 ISBN 90-5972-113-6

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე