პეტრე ბერაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ბერაია
დაბადების თარიღი 24 ოქტომბერი, 1946 (1946-10-24) (77 წლის)
დაბადების ადგილი ფოთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ოდესის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი

პეტრე ბერაია (დ. 24 ოქტომბერი, 1946, ფოთი) — ქართველი ინჟინერი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ბერაია დაიბადა 1946 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ ფოთში. 1970 წელს დაამთავრა ოდესის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტი.

1964-1972 წლებში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფლოტის მეზღვაური, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი. 1972-1974 წლებში კომკავშირის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე. 1974-1978 წლებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ცურვის გემებზე კაპიტნის პირველი თანაშემწე. 1978-1981 წლებში საზღვაო ნავსადგურის პარტიული კომიტეტის მდივანი.1981-1985 წლებში საქალაქო კომიტეტის მრეწველობის, საორგანიზაციო განყოფილების გამგე. 1985-1986 წლებში საზღვაო ნავსადგურის უფროსი. 1986-1990 წლებში საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი. 1993-1994 წლებში საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, მინისტრის მრჩეველი. 1994-1995 წლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი). 1999 -2004 წლებში — საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ფოთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „იმედი“, თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საზღვაო საკითხთა ქვეკომიტეტი, თავმჯდომარე (1999-2004)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]