გიორგი ყარყარაშვილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ყარყარაშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1966), ქართველი პოლიტიკოსი, ყოფილი გენერალ-მაიორი. იყო საბჭოთა კავშირის არმიის კაპიტანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მონაწილეობდა საქართველოს სამოქალაქო და აფხაზეთის ომებში (1992-93). 1995 წელს, მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაინვალიდდა. ასევე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004). ამჟამად არის ვეტერანთა სამოქალაქო კავშირი „საქართველოს ლეგიონის“ თავმჯდომარე.[1]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. ომის ვეტერანებმა ”საქართველოს ლეგიონი” დააფუძნეს. ეკა ქევანიშვილი. „რადიო თავისუფლება“. 09.08.2010.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თენგიზ კიტოვანი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
1993 – 1994
შემდეგი:
ედუარდ შევარდნაძე