ნიკოლოზ გილაური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ გილაური
ნიკოლოზ გილაური
ნიკოლოზ გილაური
საქართველო
საქართველოს მე-8
საქართველო
პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 თებერვალი 2009 – 30 ივნისი 2012
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედი გრიგოლ მგალობლიშვილი
მემკვიდრე ივანე მერაბიშვილი

საქართველო
საქართველოს
საქართველო
ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აგვისტო 2007 – 6 თებერვალი 2009
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედი მამუკა ნიკოლაიშვილი
მემკვიდრე კახა ბაინდურაშვილი

საქართველო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
საქართველო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი 2004 – 30 აგვისტო 2007
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია

დაბადებული 14 თებერვალი 1975 (36 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მეუღლე მარინე შამუგია
განათლება 1) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2)ტემპლეს უნივერსიტეტი

ნიკოლოზ (ნიკა) გილაური (დ.14 თებერვალი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2009 წლის იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გილაური სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1998 წელს დაამთავრა ინგლისის ბიურნემოუტნის კოლეჯის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. 1999–2000 წლებში სწავლობდა ფილადელფიის ტემპლის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საერთაშორისო ბიზნეს მენეჯმენტს.

გილაურის სამუშაო გამოცდილება იწყება 1999 წლიდან, როცა ის მუშაობდა დუბლინის საერთაშორისო საფინანსო ცენტრში. 2000 წელს იყო ფილადელფიის მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრის ფინანსური კონსულტანტი.

2001 წლიდან გილაური საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს ტელეკომში ფინანსურ კონსულტანტად. 2002 წელს დაინიშნა ესპანური კონსორციუმის - იბერდროლას ფინანსურ კონსულტანტად. 20032004 წლებში მუშაობდა ირლანდიური კომპანია ი-ეს-ბი-იში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტ-კონტრაქტორად, ფინანსურ მაკონტროლებლად.

2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად. 2007-2009 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
გრიგოლ მგალობლიშვილი
პრემიერ-მინისტრი
იანვარი 2009 – ივნისი 2012
შემდეგი:
ივანე მერაბიშვილი