გოგი ლიპარტელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოგი ლიპარტელიანი
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1952 (1952-03-27) (72 წლის)
დაბადების ადგილი ლენტეხი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
შვილ(ებ)ი 5
lentekhi.majoritarian.ge

გოგი ლიპარტელიანი (დ. 27 მარტი, 1952, ლენტეხი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების ეკონომიკა და დაგეგმვა. 1976-1999 წლებში მუშაობდა ქარხანა „ელექტროავტომატში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის კრწანისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ლენტეხის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]