გიორგი თარგამაძე
| გიორგი თარგამაძე | |
გიორგი თარგამაძე ამომრჩევლებთან შეხვედრისას |
|
| დაბ. თარიღი : | |
|---|---|
| დაბ. ადგილი : | |
| მოქალაქეობა : | |
| განათლება : |
ჟურნალისტი |
| სამეცნიერო ხარისხი : |
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი |
| ეროვნება : | |
| რელიგია : | |
| პარტია : | |
| მეუღლე/ები : |
თათია თოფურია |
| შვილები : |
თეკლა; |
| საიტი : | ოფიციალური გვერდი Facebook-ზე |
გიორგი თარგამაძე (დ. 22 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი 2008 წლიდან დღემდე. პოლიტიკური პარტიის „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დამფუძნებელი.
2003-2008 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორი, ანალიტიკური პროგრამა „დროების“ ავტორი და წამყვანი, 1999-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი.
სექციების სია |
კარიერა [რედაქტირება]
გიორგი თარგამაძე დაიბადა 1973 წლის 22 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის წინა დღეს, რის გამოც მისმა მშობლებმა — ჟანა ვაჩეიშვილმა და რობერტ თარგამაძემ ახლადშეძენილ ვაჟს გიორგი დაარქვეს. საშუალო განათლება მე-18 სკოლაში მიიღო, სადაც რვა კლასის ჩათვლით სწავლობდა. ამის შემდეგ კი სწავლა ნიკიფორე ირბახის სახელობის პოლიგრაფიულ სასწავლებელში განაგრძო.
1991-1999 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სწავლის დაწყებამდე, 1987-1991 წლებში, საყმაწვილო გადაცემა „თვალსაწიერის“ წამყვანი იყო, რამაც გავლენა მოახდინა პროფესიულ არჩევანზე.
თეორიული ცოდნის შეძენის პარალელურად პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა, 1991-1993 წლებში ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ იყო საინფორმაციო პროგრამა „მონიტორისა“ და ანალიტიკური გადაცემა „დაიჯესტ-მონიტორის“ წამყვანი.
- 1993-1995 წლებში — აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
- 1995-1997 წლებში — ტელესტუდია „ბათუმის“ დირექტორი;
- 1997-1999 წლებში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პრეს-მდივანი.
პედაგოგიური საქმიანობა [რედაქტირება]
გიორგი თარგამაძე 1994 -1999 წლებში აჭარის ა. რ. ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში, ლექტორის პოზიციაზე ჟურნალისტიკის საფუძვლებს კითხულობდა, ხოლო 2002 წლიდან იმავე სალექციო კურსს თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვებოდა.
პოლიტიკა [რედაქტირება]
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, 26 წლის ასაკში თარგამაძემ გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. 1999 წელს იგი პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი გახდა. 2002 წელს პირადი განცხადების საფუძველძე დატოვა საქართველოს პარლამენტი და მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია „იმედში“.
2003 წელს გიორგი თარგამაძე ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 4 წელი იგი ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პარალელურად იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა „დროების“ ავტორი და წამყვანი.
2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ გიორგი თარგამაძემ და მისმა მეგობრებმა დატოვეს ჟურნალისტიკის სფერო და 2008 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დააარსეს პოლიტიკურ პარტია — „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. რომლის თავმჯდომარეც გიორგი თარგამაძე გახდა.
გიორგი თარგამაძის ხელმძღვანელობით, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მონაწილეობდა 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში. ახალბედა პარტიამ წარმატებას მიაღწია და საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა პოლიტიკური ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“.
2010 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა და საქართველოს მასშტაბით მეორე, ხოლო თბილისის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა.
დღეისათვის „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე დედაქალაქისა და ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
აკადემიური ხარისხი [რედაქტირება]
2011 წლის მაისში, გიორგი თარგამაძეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. დისერტაციის სახელწოდებაა „თანამედროვე საინფორმაციო ტელე-ჟურნალისტიკა და სამოქალაქო საზოგადოება“, რომელიც მან ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიცვა.
ოჯახი [რედაქტირება]
გიორგი თარგამაძის ჰყავს მეუღლე თათია თოფურია, რომელიც განათლებით ხელოვნებათმცოდნეა და ორი შვილი — თეკლა და მაკინე თარგამაძეები.
გალერეა [რედაქტირება]
-
შეხვედრაზე დეივიდ კამერონთან
-
შეხვედრაზე ჰილარი კლინტონთან
-
შეხვედრაზე ანგელა მერკელთან
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გიორგი თარგამაძე- თარგამაძის ბიოგრაფია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფიციალური ვებ-გვერდზე
- ოფიციალური გვერდი Facebook-ზე
- არხი Youtube-ზე
- აშშ–ის ელჩი ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს შეხვდა
- გიორგი თარგამაძე სტუმრად გადაცემაში hardtalk
- გიორგი თარგამაძე სტუმრად „ამერიკის ხმა“-ში
- http://dfwatch.net/fighting-in-afghanistan-for-georgias-security-69039
- http://dfwatch.net/georgia-and-nato-88136
- http://www.interpressnews.ge/ge/thvalsazrisi/187793-saqarthvelo-da-nato.html