ბიძინა ივანიშვილი
| ბიძინა ივანიშვილი | ||
| საქართველოს მე-10 პრემიერ-მინისტრი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 25 ოქტომბერი, 2012 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| წინამორბედი | ივანე მერაბიშვილი | |
|
|
||
| დაბადებული | 18 თებერვალი, 1956 ჭორვილა, საჩხერის რაიონი |
|
| მოქალაქეობა | ||
| ეროვნება | ქართველი | |
| პოლიტიკური პარტია | ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო | |
| მეუღლე | ეკატერინე ხვედელიძე | |
| შვილები | უტა ბერა გვანცა ცოტნე[1] |
|
| რელიგია | მართლმადიდებელი | |
| ხელმოწერა | ||
ბიძინა ივანიშვილი (დ. 18 თებერვალი, 1956, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი[2] პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და მეცენატი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლიდან. 2000 წლიდან სან-მარინოს საპატიო კონსული საქართველოში[3], ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი[4].
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ადრეული წლები [რედაქტირება]
ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სოფელ ჭორვილაში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მემაღაროე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.
მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.
1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.
აქტივები, საქველმოქმედო და სხვა საქმიანობა [რედაქტირება]
ივანიშვილის სრულ ან წილობრივ საკუთრებაშია: უძრავი ქონებისა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“, სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“, „იმპეკსბანკი“, „ინტერფინდ ტრეიდი“, „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი“ რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმროები „მინსკი“ და „ცენტრალური“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“; საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“, ბანკი „ქართუ“.
ივანიშვილის სახელს უკავშირდება სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი-2“-ის მშენებლობა, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების რეკონსტრუქცია, ტელეკომპანია „მე-9 არხი“, და ა.შ.
პოლიტიკური მოღვაწეობა [რედაქტირება]
2011 წლის 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ის საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა.[5] 2 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს, ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც თავის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდა.[6] 11 ოქტომბერს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ განაცხადა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.[7] 17 ნოემბერს მან საქართვეოს პრეზიდენტს მიმართა მოქალაქეობის მიღების თხოვნით.[8]
2012 წლის 21 თებერვალს ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ჩამოაყალიბა თავის ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებთან: საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი.[9][10] მოგვიანებით, კოალიციას შეუერთდა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.[11] ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა.[12]
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა და მიიღო 85 მანდატი 150-დან. არჩევნების შემდეგ ივანიშვილს ხელახლა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.[13]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა №1. იანვარი 2008 წ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| ბიძინა ივანიშვილი ვიკიციტატებში | |
| ბიძინა ივანიშვილი ვიკისაწყობში |
- ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური საიტი.
- ბიძინა ივანიშვილი „Twitter“-ზე
- ბიძინა ივანიშვილი „Facebook“-ზე
- Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი - ივანიშვილი ბიძინა.
- Forbes - Boris Ivanishvili.
- Forbes, არავინაა უფრო დიდი, ვიდრე ბიძინა
- 6,5 მილიარდის საიდუმლო, რევაზ საყევარიშვილი, Forbes Georgia
- ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან რადიო ამერიკის ხმა
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ პარტიის შექმნაში ივანიშვილი შვილს ჩართავს
- ↑ (ინგლისური) The Richest Georgians of the World
- ↑ ნიკოლოზ ვაშაკიძე: "სან-მარინოს საპატიო კონსულის მოვალეობების შესრულებისას ბიძინა ივანიშვილს რაიმე სერიოზული აქტივობა არ ჰქონია" // Information Agency 'PirWeli'
- ↑ ბიძინა ივანიშვილი 2010 წლის Forbes რეიტინგში.
- ↑ ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიას ქმნის. სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 ოქტ.'11 / 12:12
- ↑ ივანიშვილის განცხადება – სრული ტექსტი. სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 ოქტ.'11 / 12:18
- ↑ ხელისუფლების თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ოქტ.'11 / 16:12
- ↑ ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად მიმართავს სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 ნოე.'11 / 16:02
- ↑ ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'11 / 13:36
- ↑ ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 14:58
- ↑ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ივანიშვილის კოალიციას უერთდდება. ჟურნალი ტაბულა.
- ↑ დაფუძნდა პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. „რადიო თავისუფლება“. 21.04.2012
- ↑ ახალი პრემიერ–მინისტრი და მთავრობა დამტკიცებულია. სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ოქტ.'12 / 16:26
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: ივანე მერაბიშვილი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 – |
შემდეგი: ' |
|
|||||||||||||