ზურაბ ადეიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი
იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 ნოემბერი, 2008 – 25 ოქტომბერი, 2012
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი   გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
წინამორბედი ნიკა გვარამია
მემკვიდრე თეა წულუკიანი

საქართველოს გენერალური პროკურორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
ივნისი, 2004 – 2 ნოემბერი, 2008
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, ზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე
მემკვიდრე უწყება შეუერთდა იუსტიციის სამინისტროს

საქართველოს უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
თებერვალი, 2004 – ივნისი 2004
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია
წინამორბედი ვალერი ხაბურძანია
მემკვიდრე უწყება შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს

თანამდებობაზე ყოფნის დრო
დეკემბერი 2003 – თებერვალი 2004
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედი როლანდ გილიგაშვილი
მემკვიდრე გიორგი პაპუაშვილი

დაბადებული 27 ივლისი, 1972
მთისძირი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია იურისტი

ზურაბ ადეიშვილი (დ. 1972 წლის 27 ივლისი; ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი) — საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი. 1988 წელს დაამთავრა მთისძირის საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1997 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1998-1999 წლებშიც სწავლობდა ნიდერლანდებში, გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში — საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე სამართლებრივი განათლებისა და ინფორმატიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

1999 წლის სექტემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“ იურისტად.1999 წლის ნოემბრიდან 2002 წლის მაისამდე საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე. 2002 წლის მაისიდან 2003 წლის დეკემბრამდესაქართველოს პარლამენტის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2004 წლის თებერვლიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე. 2004 წლის ივნისიდან 2008 წლის იანვრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ნოემბრამდე ეკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი. 2008 წლის 2 ნოემბრიდან2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
როლანდ გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2003-2004
შემდეგი:
გიორგი პაპუაშვილი
წინამორბედი:
ვალერი ხაბურძანია
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
2004
შემდეგი:
გაუქმდა
წინამორბედი:
ნიკა გვარამია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2008-2012
შემდეგი:
თეა წულუკიანი