ივანე მერაბიშვილი
| ივანე მერაბიშვილი | ||
ივანე მერაბიშვილი |
||
| საქართველოს მე-9 პრემიერ-მინისტრი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012 | ||
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| წინამორბედი | ნიკოლოზ გილაური | |
| მემკვიდრე | ბიძინა ივანიშვილი | |
|
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 18 დეკემბერი 2004 – 4 ივლისი 2012 | ||
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი | |
| წინამორბედი | ირაკლი ოქრუაშვილი | |
| მემკვიდრე | ბაჩანა ახალაია | |
|
|
||
| დაბადებული | 15 აპრილი, 1968 სოფ. უდე, ადიგენის რაიონი, |
|
| ეროვნება | ქართველი | |
| პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | |
| მეუღლე | თამარ სალაყაია | |
| განათლება | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | |
| რელიგია | კათოლიკე | |
| ვებ-საიტი | www.police.ge | |
ივანე (ვანო) მერაბიშვილი (დ. 15 აპრილი, 1968, სოფ. უდე, ადიგენის რაიონი) – ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე. 2012 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი.[1] 2002 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი გენერალური მდივანი გახდა.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
პოლიტიკური კარიერა [რედაქტირება]
1999 წელს მერაბიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2003 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრია. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.
სანდრო გირგვლიანის საქმე [რედაქტირება]
2006 წელს მომხდარმა მოვლენათა ერთობლიობამ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის მმართველობა ახალ სამინისტროში. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნისთვის ოპოზიციის მთავარი საბაბი იყო. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის აქტივისტი მინისტრს ადანაშაულებდა მკვლელობის ფაქტების დამალვაში.
სანდრო გირგვლიანი მკვდარი იპოვეს თბილისის გარეუბანში ინციდენტის შემდეგ, რომელსაც სამინისტროს მაღალჩინოსნები და ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ესწრებოდნენ.
დაპატიმრება [რედაქტირება]
2013 წლის 21 მაისს, პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი დააპატიმრა და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164–ე პრიმა მუხლით, 182–ე მუხლის მესამე ნაწილითა და 334–ე მუხლით წაუყენა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდება დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას შეეხება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 12 წლამდე ითვალისწინებს.[2]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: ირაკლი ოქრუაშვილი |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2004–2012 |
შემდეგი: ბაჩანა ახალაია |
| წინამორბედი: ნიკა გილაური |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 |
შემდეგი: ბიძინა ივანიშვილი |