საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა — აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო საქართველოში.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში მთავრობა არ იყო გათვალისწინებული. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პრეზიდენტი მინისტრების მეშვეობით. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებით შეიქმა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. პირველი პრემიერ მინისტრი იყო ვარდების რევოლუციის ლიდერი ზურაბ ჟვანია, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2004-2005 წლებში. 2005 წელს ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გახდა ახალი მთავრობის მეთაური. ნოღაიდელის მთავრობა მოქმედებდა 2005-2007 წლებში. მთავრობის მორიგი ცვლილება განხორციელდა 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა ვლადიმერ გურგენიძე, რომელიც მანადმე საბანკო სექტორში მოღვაწეობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში კვლავ განხორციელდა მთავრობის ცვლილება - გურგენიძის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად დაინიშნა გრიგოლ მგალობლიშვილი, რომელიც მალევე, 2009 წლის გაზაფხულზე შეცვალა ნიკა გილაურმა. მთავრობის კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. პრემიერ-მინისტრად დაინიშნა ივანე მერაბიშვილი, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 25 ოქტომბერს პარლამენტის ახალმა შემადგენლობამ დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც მთლიანად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იქნა დაკომპლექტებული[1].
უფლებამოსილება და სტრუქტურა [რედაქტირება]
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრებისაგან. მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს პარლამენტი.
შემადგენლობა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||||||||