ვახტანგ აბაშიძე (ეკონომისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ აბაშიძე
დაბადების თარიღი 5 იანვარი, 1941
დაბადების ადგილი ურეხი, ბათუმის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 11 თებერვალი, 2013 (72 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ვახტანგ აბაშიძე (დ. 5 იანვარი, 1941. სოფ. ურეხი, ბათუმის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 11 თებერვალი, 2013) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1931–1990 წლებში მუშაობდა ბათუმსა და ხელვაჩაურში რაიონულ კოოპერატივებსა და საფინანსო ორგანოებში. 1991–1995 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. 1995 წლიდან დემოკრატიული აღორძინების კავშირის წევრი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხელვაჩაურის მაჟორატარი), საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხელვაჩაურის მაჟორატარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხელვაჩაურის მაჟორატარი), საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული აღორძინების კავშირი “.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]