გიორგი ბარამიძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ბარამიძე

გიორგი ბარამიძე (დ. 5 იანვარი, 1968, თბილისი, საქართველო) - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

გიორგი ბარამიძე დაიბადა 1968 წლის 5 იანვარს ქ. თბილისში. მან დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას გარემოს დაცვის კათედრაზე. არის მეცნიერული კვლევების ავტორი. გიორგი ბარამიძე იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. მონაწილეობას იღებდა საქართველოს ის ორიისა და კულტურის ძეგლების გადარჩენა-აღდგენის საქმეში.

1989 წლიდან იგი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრალური საბჭოს წევრი. 1990 წელს საქართველოს მწვანეთა პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ამ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი.

1992 წელს მუშაობა დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კომიტეტში, სამმართველოს უფროსად.

აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მწვანეთა ეგიდით აფხაზეთის მოსახლეობის დახმარების ჰუმანიტარულ შტაბს. შემდგომ გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა დაკარგულთა მოძიებისა და ტყვეთა გათავისუფლების სახელმწიფო შტაბს. მისი უშუალო ძალისხმევით სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ევაკუირებულ იქნა მძევლად დარჩენილი 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტყვეობიდან გათავისუფლდა 200-მდე ქართველი მებრძოლი, მონაწილეობას იღებდა ოჩამჩირეში, (სოფ. ლაბრაში), სოხუმში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

1992 წლიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი, აგრეთვე NATO-ს პროგრამაში «პარტნიორობა მშვიდობისათვის» საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი.

1995 წელს დაამთავრა აშშ თავდაცვის სამინისტროს ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპის უშიშროების საკითხთა და თავდაცვითი ეკონომიკის ცენტრი (გერმანია, გარმიშ-პატერკირხენი).

1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონიდან.

1995 წლის ნოემბრიდან 1996 წლის მარტამდე ასრულებდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობას.

1996 წლის მარტიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ. მისი ხელმძღვანელობით კომისიის მუშაობის საფუძველზე თანამდებობიდან გადაყენებულ იყვნენ მინისტრები:ფ. ინჯია (კავშირგაბმულობისა და ფოსტის), დ. ზუბიტაშვილი (ენერგეტიკის), დ. იაკობიძე (ფინანსთა). ასევე დ. ელიაშვილი (საქ. გაზის დეპარტამენტის თავმჯდომარე). კომისიის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფოს მფლობელობაში დაუბრუნდა გუდაურის სასტუმროს 8. მლნ. ლარის ღირებულების აქციათა პაკეტი.

1996 წლის სექტემბრიდან კი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირი»-ს თავმჯდომარედ.

1997 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს მთავრობისა და საქართველოში «გაერო»-ს განვითარების პროექტის ერთობლივი პროგრამა «კორუფციის კვლევის ცენტრი», რომლის პირველ ეროვნულ დირექტორად თავად დაინიშნა.

1998 წლის ივლისში გადადგა სმკ-ს ფრაქციისა და პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

1998 წლიდან იმყოფებოდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიის სკოლაში, სადაც იგი, როგორც უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა და ამავდროულად სენატორ კარლ ლევინთან (მიჩიგანის შტატი, დემოკრატი) იკვლევდა ა.შ.შ. სახელისუფლო სტრუქტურების ფუნქციონირების პოლიტიკის საკითხებს. აგრეთვე სწავლობდა აშშ-სა და კავკასიის რეგიონის პოლიკიტური და უსაფრთხოების სფეროებში თანამშორმლობის მექანიზმებს.

1999 წლის ივლის-აგვისტოში პრაქტიკა გაიარა აშშ-ს სენატის სამხედრო სამსახურის კომიტეტში.

1999 წლის ოქტომბრიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრად დიდუბის რ-ნის # 8 საარჩევნო ოლქიდან.

2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის აპრილამდე იყო არჩეული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2001 წელს დაამთავრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2002 წლის ივნისში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია «გაერთიანებული დემოკრატები»-ს თავმჯდომარედ. ამავდროულად, იყო NATO-ს საპარლამეტნო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ბალტიისპირეთში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე.

2003 წელს კვლავ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონის #8 საარჩევნო ოლქიდან.

2003 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

2004 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

2004 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

2006 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრად.

2006 წლის თებერვალში ლიტვის დამოუკიდებლობისა და საქართველო-ლიტვის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისათვის ლიტვის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო ""The Grand Cross of Commander of the Order for Merits to Lithuania" გადაეცა.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებს.

არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი ფარიკაობაში და საქართველოს კარატე-დო-ს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე - ეკა ჯაფარიძე და ქალიშვილი ანა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე