ასლან აბაშიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
ასლან იბრაიმის ძე აბაშიძე
ასლან იბრაიმის ძე აბაშიძე
Flag of Ajara, 2000-2004.svg
Flag of Ajara, 2000-2004.svg
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 2004
წინამორბედი თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე თანამდებობა გაუქმნდა

Flag of Ajara, 2000-2004.svg
Flag of Ajara, 2000-2004.svg
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1991 – 2001
წინამორბედი თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე თანამდებობა გაუქმნდა

Flag of Ajarian ASSR.svg
Flag of Ajarian ASSR.svg
აჭარის ასსრ-ის სამომხმარებლო მომსახურების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1984 – 1986

დაბადებული 20 ივლისი, 1938
ბათუმი, საქართველო
პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
დემოკრატიული აღორძინების კავშირი
მამა იბრაიმ აბაშიძე
დედა ბეჟანიძე
მეუღლე მაგული გოგიტიძე
შვილები დიანა აბაშიძე (1970წ. – )
გიორგი აბაშიძე (1976წ. – )
განათლება ბსპი
თსუ
პროფესია ინგლისური და რუსული ენის მასწავლებელი
ეკონომისტი

ასლან იბრაიმის ძე აბაშიძე (დ. 20 ივლისი, 1938, ბათუმი), საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი 1991-2004 წლებში. აჭარაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, 2004 წლის 6 მაისიდან გაქცეულია რუსეთში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ასლან აბაშიძე დაიბადა სტალინის დროს რეპრესირებულ ოჯახში. მისი პაპა იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე მემედ აბაშიძე.დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი. 1981-1991 წლებში უკავია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა თანამდებობები. 1991 წლის მარტში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. 1991 წლის ივლისში არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. საქართველოში სამოქალაქო მღელვარებების დროს მოახდინა საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება და ფაქტობრივად რეგიონის ერთპიროვნულ მმართველად იქცა.

1992 წელს ასლან აბაშიძემ დააარსა და სათავეში ჩაუდგა "საქართველოს აღორძინების კავშირს". 1996 წელს მეორედ არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. 1998 წელს მისი კარნახით შეიცვალა აჭარის კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც აბაშიძე გახდა „ავტონომიის მეთაური“. 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხსნა თავისი კანდიდატურა. 2001 წელს ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად აირჩიეს. მან ხმათა 99% მიიღო. მისი მმართველობის დროს აჭარა შედარებით სტაბილური მხარე იყო, თუმცა იდევნებოდა ოპოზიცია, ირღვეოდა ადამიანის უფლებები. გარკვეული ეკონომიკური წინსვლის მიუხედავად მმართველობა იყო კორუმპირებული და კონცენტრირებული აბაშიძის ოჯახის წევრების ხელში. შეიქმნა არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც საბაჟოსა და რეგიონში განთავსებულ თავდაცვისა და შინაგან სამინისტროების ქვედანაყოფებთან ერთად პრაქტიკულად აბაშიძეს ემორჩილებოდა.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან აბაშიძის დამოკიდებულება წინააღმდეგობირივი იყო, 2003 წელს მომხდარი ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კი ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის შემდეგ ის ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 2004 წ. მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში მოხდა ოპოზიციის გამოსვლების დარბევა, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა. აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა. 2004 წ. 6 მაისს, ა. აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე. ამის შედეგად ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებიანა აჭარა.

2005 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და იგი ძებნაში გამოაცხადა. მას ტერორიზმში და კორუფციაში დასდეს ბრალი. 2006 წლის მარტში ასლან აბაშიძის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება წამოაყენეს — ამჯერად მისი ყოფილი მოადგილის ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის (1991 წ.) მუხლით. 2007 წლის 22 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 60 მილიონი დოლარის გადახდა.

ჰყავს ორი შვილი: დიანა (დაბ. 1970წ.) და გიორგი (დაბ. 1976 წ.)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]