გიორგი ვაშაყმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ვაშაყმაძე
დაბადების თარიღი 14 იანვარი, 1956 (1956-01-14) (68 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

გიორგი ვაშაყმაძე (დ. 14 იანვარი, 1956, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი.

1978 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და 1982 წელს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]