გრიგოლ მგალობლიშვილი
გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1973, თბილისი), ქართველი დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე. 2008 წ. 1 ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე იმსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
1995 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2003 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სწავლებათა ფაკულტეტზე. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე; იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს I მდივანი, შემდეგ მრჩეველი (1998-2002 წწ.), საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (2002-2004 წწ.). 2004 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2006 წ.).[1]
2008 წ. 27 ოქტომბერს მგალობლიშვილი დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და ამ პოსტზე ლადო გურგენიძის შემცვლელად.[2] 2008 წ. 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მგალობლიშვილის განცხადებით, „რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა“, „რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები“ იქნება მისი მთავრობის მთავარი მიზნები.[3] 30 იანვარს 2009 გრიგოლ მგალობლიშვილმა დატოვა თანამდებობა.
[რედაქტირება] წყაროები
- ↑ საქართველოს საელჩო თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში: ელჩის ბიოგრაფია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი
- ↑ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'08 / 18:23
- ↑ ახალმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა. სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'08 / 18:30
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში გრიგოლ მგალობლიშვილთან. Today's Zaman, 2007 წ. 13 ნოემბერი
| წინამორბედი: ლადო გურგენიძე |
პრემიერ-მინისტრი ნოემბერი 2008 – იანვარი 2009 |
შემდეგი: ნიკა გილაური |
სტატიის