ელიზბარ ჯაველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზბარ ჯაველიძე
დაბ. თარიღი 5 აგვისტო, 1937 (1937-08-05) (86 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, კრიტიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი (1988), აკადემიკოსი (2013)
მამა დიმიტრი ჯაველიძე

ელიზბარ ჯაველიძე (დ. 5 აგვისტო, 1937,[ა] თბილისი[3]) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი, ფილოლოგი, კრიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), პროფესორი (1988), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (2013).

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1971 წლიდან.[1]

1962–2006 წლებშ მუშაობდა აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (1962 წლიდან — მეცნიერ-თანამშრომელი, 1986 წლიდან — წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი). 1968 წლიდან კითხულობს ლექციებს თსუ-ში (1986 წლიდან — თურქოლოგიის კათედრის პროფესორი). 1985–1986 წლებში მუშაობდა ალმანახ „კრიტიკის“, ხოლო 1986–1990 წლებში — გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარ რედაქტორად. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთებს: „საქართველოს სამრეკლო“ (1993), „კოლხური კოშკი“ (1994), „სამრეკლო“ (1995); „ახალი ერა“ (2000-2004), „აისი“ (2004-2006). 2019 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე.[4] პირველი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა 1962 წელს, 1968 წელს — პირველი წიგნი „რუჰი ბაღდადი“. ავტორია მრავალი მონოგრაფიისა. აგრეთვე იკვლევდა ქართული ლიტერატურის აქტუალურ საკითხებს.[1]

1991 წელს იყო საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრი. 1999-2003 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „აზერბაიჯანის სსრ კულტურის დამსახურებული მუშაკის“ საპატიო წოდება (აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1989)
  • დავით აღმაშენებლის სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია (2010)
  • ლიტერატურული პრემია „საგურამო“ (2013)
  • ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი (2018)

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რუჰი ბაღდადი, თბ., 1968;
  • ფუზული, თბ., 1972;
  • У истоков турецкой литературы, I, Джелаль-ед-дин Руми (вопросы мировозрения, Тб., 1979;
  • У истоков турецкой литературы, II, Юнус Эмре, Тб., 1985;
  • შტუდიები, თბ., 1985;
  • თურქული პოეტიკა, თბ., 1988;
  • დედე ქორქუთის წიგნი, თბ., 1987;
  • უკეთუ სულითა... თბ., 1989;
  • უკუნეთი, თბ., 2001;
  • რას დადუმებულხართ, თქვე ერისშვილებო?! თბ., 2006;
  • ავაჰმე, ჩემო მამულო!, თბ., 2007;
  • მართალმა რაი ჰყოს?!, თბ., 2008;
  • ფუთუვეთი – სულიერ-რაინდული ძმობა, თბ., 2010;
  • საქართველოში უზნეობის სუფევს თარეში, თბ., 2011;
  • მართალს ვიტყვი, შევიქმნები ტყუილისა მოამბედ რად?!, თბ., 2015;
  • „თურქული ლიტერატურის სათავეებთან, III აშიკ ფაშა“, 2013;
  • სამტომეული „თურქულენოვან ხალხთა ზნეობრივ-ესთეტიკური სამყარო“:
    • „ოდეს შავისგან თეთრის გამორჩევის ჟამი დადგება“, ტ. I, 2020;
    • „განთიადის გამნათებელ ღმერთს ველტვი, რათა უკუნი ღამის ბოროტებას განვერიდო“, ტ. II, 2021;
    • „დივანის ლიტერატურა“, ტ. III, 2022.
  • თურქული ლიტერატურის სათავეებთან, ტ. 1-2, თბ., 2023.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დაბადებულია 1938 წლის 15 დეკემბერს.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 529.
  2. ელიზბარ ჯაველიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024
  3. ელიზბარ ჯაველიძე (CV). საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024
  4. მეტრეველი, ს.. ჯაველიძე ელიზბარ დიმიტრის ძე. ენციკლოპედია „საქართველო“ – ელექტრონული ვერსია. ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2024