ირაკლი ალასანია
| ირაკლი ალასანია | |
ირაკლი ალასანია |
|
| დაბ. სახელი : |
ირაკლი ალასანია |
|---|---|
| დაბ. თარიღი : | |
| მოქალაქეობა : | |
| განათლება : | |
| ეროვნება : | |
| პარტია : | |
| საქმიანობა : | |
| მამა : | |
| მეუღლე/ები : |
ნათია ფანჯიკიძე |
ირაკლი ალასანია (დ. 21 დეკემბერი, 1973, ბათუმი) - ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. 2006 წ. 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. ამჟამად პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელმწიფო სამსახური
ირაკლი ალასანიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 1995 წელს. პარალელურად, 1994-96 წლებში სწავლობდა სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-04 წწ.) და თავდაცვის (2004 წ.) მინისტრის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004 წ.).
2004 სექტემბრიდან 2006 მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. მის დანიშვნას ამ პოსტებზე მტრულად შეხვდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობა, თუმცა ალასანიამ მოახერხა ზოგიერთ აფხაზ პოლიტიკოსთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება. ამან ხელი შეუწყო 2006 წლის მარტში ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებას.
[რედაქტირება] დიპლომატია
2006 წელსვე ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაეროში. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოფიციალური პირების განმარტებით, ალასანიას გაეროში ელჩად მივლინება მიზნად ისახავდა საერთაშორისო მცდელობების გაძლიერებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების კუთხით; თუმცა, ოპონენტები შიშობდენ, რომ ახალი დანიშვნა აფერხებდა ალასანიას უშუალო მონაწილეობით მიღწეულ დადებით შედეგებს ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე.[1]
2008 წ. 12 მაისს, აფხაზეთში გართულებული სიტუაციის ფონზე, ალასანია მოულოდნელად ეწვია სოხუმს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაგაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა შეხვედრები, რომელთა დეტალები არ გახმაურებულა.[2] 2008 წ. აგვ. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში და ბრალი დასდო რუსეთს „საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღგვისა“ და „ქართველი ხალხის მოსპობის“ მცდელობაში.[3]
[რედაქტირება] პოლიტიკა
ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა 2008 წლის 4 დეკებერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც. [4]
2009 წლის თებერვალში ალასანიამ დააარსა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში „ალიანსი საქართველოსთვის“, რომლის წევრები, ასევე, იყვნენ საქართველოს რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები, ხოლო მოგვიანებით მისი შეუერთდნენ საქართველოს გზა და ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. 2009 წლის გაზაფხულზე ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა[5]. მისი ლოზუნგი იყო "ჩვენ შევცვლით", წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განვითარებას ეხებოდა. ალასანია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 19%-ით. არჩევნების შემდგომ მან გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა [6]
2010 წლის ზაფხულში ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა [7].
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ირაკლი ალასანია
- ირაკლი ალასანია (პოლიტიკური პარტია "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები"). პროექტი „ivote“.. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (2010). წაკითხვის თარიღი: 2011-04-24.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ალასანიას გაეროში ელჩობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. სივილ ჯორჯია, 13 ივნ.'06
- ↑ ირაკლი ალასანიამ სოხუმში შეხვედრები გამართა. სივილ ჯორჯია, 13 მაისი '08
- ↑ რუსეთს საქართველოში რეჟიმის შეცვლა სურს - ვარაუდობს აშშ. სივილ ჯორჯია, 11 აგვ.'08
- ↑ ირაკლი ალასანია პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. რუსთავი2, 24 დეკ.'08
- ↑ civil.ge
- ↑ სივილ ჯორჯია, / 31 მაი.'10 /
- ↑ სივილ ჯორჯია, / 16 ივნ.'10
|
||||||||