არჩილ გოგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგელია.

არჩილ გრიგოლის ძე გოგელია (დ. 10 დეკემბერი, 1941, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა მოფარიკავე და ჟურნალისტი; საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1981), საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1960).[1]

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (1961) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1967). იყო ჟურნალების — „მართვესა“ (1975–1979) და „სკოლა და ცხოვრების“ (1979–1984) მთავარი რედაქტორი; გაზეთების: „ლელოს“ (1984–1985) და „თბილისის“ (1985–1989) მთავარი რედაქტორი, გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორის პირველი მოადგილე (1985). საქტელერადიო კომიტეტის (შემდგომ — კორპორაციის) თავმჯდომარე (1989–1999); საქართველოს ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის მინისტრი, საქართველოს რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1992); საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის მდივანი. 1991 წელს დააარსა და მას შემდეგ რედაქტორობს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიურ გაზეთ „დრონს“. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ჟურნალისტური მოღვაწეობის პარალელურად იყო საქართველოს ნაკრების წევრი ფარიკაობაში, რესპუბლიკის არაერთგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, საბჭოთა კავშირის პროფკავშირთა სპარტაკიადის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი.

2004 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, 2016 წლიდან — ამავე ფედერაციის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი.[2] ავტორია წიგნებისა: „მუშკეტერები“ (1974), „ასეთია სპორტული ცხოვრება“ (1986).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „არჩილ გოგელია 80 წლისაა“. lelo.ge. „ლელო“. 24 აგვისტო, 2021. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად ზაზა მჭედლიძე აირჩიეს. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. 21 დეკემბერი, 2016.