გოსტიბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
გოსტიბე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი ახალქალაქი
კოორდინატები 41°48′35″ ჩ. გ. 44°18′20″ ა. გ. / 41.80972° ჩ. გ. 44.30556° ა. გ. / 41.80972; 44.30556
ცენტრის სიმაღლე 1550
მოსახლეობა 18[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,4 %
აზერბაიჯანელები 5,6 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გოსტიბე — საქართველო
გოსტიბე
გოსტიბე — შიდა ქართლი
გოსტიბე
გოსტიბე — კასპის მუნიციპალიტეტი
გოსტიბე

გოსტიბესოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში. მდინარე გოსტიბესწყლის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1550 მეტრზე. სოფლის სტატუსი დაუბრუნდა 1980 წლის 11 სექტემბერს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 18 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 45 21 24
2014[1] 18 11 7

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. 1652 წელს მეფე როსტომმა გოსტიბე უბოძა იორამ სააკაძეს. გიორგი სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ გოსტიბე სახასო სოფელი გახდა. XVIII საუკუნეში გოსტიბის მოსახლეობა ლეკთა თარეშის გამო ამოწყდა. 1866 წლიდან გოსტიბეში დასახლდა გუდამაყრიდან და ფშავიდან გადმოსული მოსახლეობა. სოფლის მახლობლად შემორჩენილია X საუკუნის დასასრულს (ან X–XI საუკუნეების მიჯნის) წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. გეგმით წაგრძელებულ ვიწრო ნაგებობას აღმოსავლეთით ნახევარწრიული, სარკმლიანი აფსიდი აქვს. გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია. მათზე დაყრდნობილია კამარის საბჯენი თაღები. ნაგებია რუხი, მომწვანო ფერის უხეშად გათლილი ქვის კვადრებით. პილასტრები, აფსიდის მიმდებარე კუთხეები და კამარის საბჯენი თაღები სუფთად გათლილი ქვითაა გამოყვანილი, კედლის თაღები და კონქის ნაწილი — შირიმით. ყველა იმპოსტი, აგრეთვე პილასტრების ზოგი ნაწილი მწვანე ქვისაა. ეკლესია შელესილი ყოფილა. კედლებზე, უშუალოდ ქვაზე, წითელი საღებავით დახატული ჯვრებია. შესასვლელი ორია — ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთით ყრუ კედელია. ინტერიერში კედლებზე შეწყვილებული დეკორატიული თაღებია, რომელთა კრონშტეინები ასევე მწვანე ქვისაგანაა გამოთლილი. ფასადების დეკორ. მორთულობაში გამოყენებულია ჯვრის გამოსახულებანი. აღმოსავლეთი სარკმელი შემკულია სათაურით, მასზედაც ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიაზე არის წარწერებიც. ერთ-ერთ მათგანში მოხსენიებულია „დავით გალატოზი“ — ეკლესიის მშენებელი ოსტატი. სოფელში დგას საბრძოლო კოშკიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., მეფისაშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 125.
  • Меписашвили Р. С., Памятники архитектуры Х–Х1 веков в сел. Кабери и Гостибе, «ქართული ხელოვნება», 1979, #8.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]