შინაარსზე გადასვლა

კლაუდიო ჯენტილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლაუდიო ჯენტილე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კლაუდიო ჯენტილე
დაბადების
თარიღი
27 სექტემბერი, 1953 (1953-09-27) (72 წლის)
დაბადების
ადგილი
ტრიპოლი, ლიბია
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1964–1968 მაზლიანიკო
1968–1971 ვარეზე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1972 არონა 34 (4)
1972–1973 ვარეზე 34 (1)
1973–1984 იუვენტუსი 283 (9)
1984–1987 ფიორენტინა 70 (0)
1987–1988 პიაჩენცა 70 (0)
სულ 441 (14)
ეროვნული ნაკრები
1974 იტალია 23-წლ. 2 (0)
1975–1984 იტალია 71 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1998–2000 იტალია 20-წლ.
2000 იტალია (თანაშემწე)
2000–2006 იტალია 21-წლ.
2004 იტალია (ოლიმპიური)
2014 სიონი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კლაუდიო ჯენტილე (იტალ. Claudio Gentile; დ. 27 სექტემბერი, 1953, ტრიპოლი, ლიბია) — იტალიელი ფეხბურთელი, მცველი. სხვადასხვა დროს იცავდა „ვარეზეს“, „არონას“, „იუვენტუსის“, „ფიორენტინას“, „პიაჩენცას“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. იტალიის ექვსგზის ჩემპიონი, იტალიის თასის ორგზის მფლობელი, უეფა-ს თასისა და თასების მფლობელთა თასის მფლობელი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1980 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1978 წლის არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება თავისი დროის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ მცველად.[1][2][3][4][5][6]

1974 წელს ორი შეხვედრა ჩაატარა იტალიის 23-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების შემადგენლობაში. რაც შეეხება იტალიის ეროვნულ ნაკრებს, მისი ოფიციალური დებიუტი ეროვნულ გუნდში 1975 წლის 19 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში შედგა. ჯენტილემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.[7]

ბოლოჯერ ეროვნულ ნაკრებში 1984 წლის 26 მაისს, ოცდაათი წლის ასაკში, ტორონტოში გამართულ ამხანაგურ მატჩში, კანადის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.[8]

საერთო ჯამში, 1975–1984 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 71 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

სანაკრებო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეროვნული ნაკრებიწელიმატჩიგოლი
იტალია
იტალიის დროშა
1975 50
1976 20
1977 61
1978 140
1979 50
1980 122
1981 90
1982 120
1983 30
1984 30
ჯამში711

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯენტილემ მსოფლიო ჩემპიონატების 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[9][10][11][12][13][14]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1978დროშა: არგენტინა არგენტინაიტალიის დროშა 5მცველი70412
მეოთხე ადგილი
1982დროშა: ესპანეთი ესპანეთიიტალიის დროშა 6მცველი60330
ჩემპიონი
იუვენტუსი
იტალია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. უკანა რიგში, მარჯვნიდან მეორე კლაუდიო ჯენტილე „ვარეზეს“ რიგებში. 1973.
  2. უკანა რიგში, მარჯვნიდან მეორე კლაუდიო ჯენტილე „იუვეს“ რიგებში. 1975.
  3. უკანა რიგში, მარცხნიდან მეორე ჯენტილე იტალიის ნაკრების რიგებში. 23.09.1978.